ENG GEO

Search form

ლუკა ხიმშიაშვილი სწავლას ინგლისში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლუკა ხიმშიაშვილი სწავლას ეკონომიკის და ფინანსების მაგისტრატურის პროგრამაზე King's College London-ში გააგრძელებს. ლუკას სწავლის და ცხოვრების ხარჯს ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა სრულად დაფარავს.
 
ლუკას შემოთავაზება ჰქონდა ასევე University of St Andrews-დან, University of Warwick-დან, University of York-დან, მაგრამ სწავლის გაგრძელება ლონდონში, King's College-ში არჩია.