ENG GEO

Search form

მაქსის სტუდენტები ICPC-ის ფინალურ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები, სანდრო ხოხიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი და ბაქარ გამეზარდაშვილი ICPC-ის (International Collegiate Programming Contest) ფინალურ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

ICPC-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და საწყის ეტაპზე მასში მონაწილეობს 60,000-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 3,000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან. შესარჩევი ეტაპების შემდეგ ვლინდება 130-მდე საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ფინალში ეჯიბრებიან. კონკურსის ფინალში საქართველო მეოთხედ გავიდა. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა კი ეს უკვე მეორედ შეძლეს (პირველად - 2015 წელს).

კონკურსის ფინალური ეტაპი 1-6 ოქტომბერსაა დაგეგმილი და ჩვენს სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებთან მოუწევთ შეჯიბრება (MIT, Stanford University, Harvard University და სხვა).

გუნდის მწვრთნელი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ზაზა გამეზარდაშვილია.