ENG GEO

Search form

იაპონური ენის გამოცდაზე რეგისტრაცია იწყება

2021 წლის 5 დეკემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულება ორგანიზებას გაუწევს, რიგით მეხუთე, იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდას (JLPT). განაცხადის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის ელექტრონული ვერსიების მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ მიბმული დოკუმენტები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგამოცდო განაცხადის ფორმა ორი სახისაა, ერთი საშუალებას მოგცემთ განაცხადი ელექტრონულად შეავსოთ, ხოლო მეორე ვარიანტი, მსურველმა უნდა ამობეჭდოს და ხელით შეავსოს (ორიდან, მხოლოდ ერთი სახის განაცხადი უნდა შეივსოს).

განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად (განაცხადის ფორმის ფოტო ასლი (დასკანერებული ასლი) უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

განაცხადის გამოგზავნის ვადაა 2021 წლის 23 აგვისტო - 9 სექტემბერი (გთხოვთ აპლიკაციის შევსებისას მაქსიმალურად მიაქციოთ ყურადღება აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი) სიზუსტეს).

გამოცდის საფასური: 3-5 დონე - 55 ლარი; 1-2 (უმაღლესი დონეები) დონე 65 ლარი. გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული გადარიცხვის ფორმით. გთხოვთ, შესაბამისი თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და საგამოცდო განაცხადთან ერთად გადახდის ქვითარის ასლიც გამოგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jlpt@freeuni.edu.ge.
საბანკო ანგარიშის ნომერი:GE41BG0000000608842300