ENG GEO

Search form

Bonum Domum - 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი პროგრამა - შენობის სისტემების ინჟინერია განკუთვნილია საინჟინრო ამოცანების გადაჭრის უნარის მქონე ახალგაზრდებისთვის - ინჟინერიის სფეროს მომავალი ლიდერებისათვის. 

პროგრამით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ კონკურსში - Bonum Domum - მონაწილეობის მისაღებად, 11 მარტს, კახა ბენდუქიძის კამპუსში.   

 

კონკურსი შეამოწმებს მონაწილეთა უნარს, ერთი მხრივ გააცნობიერონ როგორ მუშაობს შენობის ინტეგრირებული საინჟინრო სისტემები და მეორე მხრივ მოუძებნონ ოპტიმალური გადაწყვეტა კონკურსის დავალებაში მოცემულ სიტუაციებს. 

*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება.  

 

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ შენობის სისტემების ინჟინერიაზე სწავლის საფასურის ვაუჩერს: 

I ადგილი - 2000 ლარი 

II ადგილი - 1600 ლარი

III ადგილი - 1200 ლარი

 

*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე  სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება. 

 

*სამი პრიზი გაიცემა 20-ზე მეტი კონკურსანტის შემთხვევაში;

*ორი პრიზი გაიცემა 15-20 კონკურსანტის შემთხვევაში;

*ერთი პრიზი გაიცემა 15-ზე ნაკლები კონკურსანტის შემთხვევაში.



რეგისტრაცია დასრულებულია.