ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძის კვირეული

შაბათი, 16 აპრილი, 2022 to ოთხშაბათი, 20 აპრილი, 2022
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს.
16 აპრილი, შაბათი
15:00-19:00 MAUDI საგამოფენო სივრცე (წერეთლის გამზირი, 140)
გამოფენა „დაე, მყარი იყოს თქვენი საფუძვლები“
MAUDI-ს საგამოფენო სივრცეში გაიხსნება თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების გამოფენა „დაე, მყარი იყოს თქვენი საფუძვლები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არქიტექტურის საბაზისო კურსების ბოლოდროინდელი მოდელები, არტეფაქტები და იდეები. გამოფენა ასახავს არქიტექტურის პროგრამის მატერიალურ, ტექნიკურ და კონცეპტუალურ მიდგომებს, რაც VA[A]DS-ში არქიტექტურული კვლევების საფუძველს ქმნის.
 
18 აპრილი, ორშაბათი
18:30-21:00 კამპუსის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200)
საჯარო დისკუსია „გზა თავისუფლებისაკენ: უკრაინა, საქართველო” - ეკონომიკის პანელი
სპიკერები: გიგა ბედინეიშვილი, ბესო ნამჩავაძე
მოდერატორი: ვატო ლეჟავა
 
გიგა ბედინეიშვილს 28-წლიანი კარიერა აქვს კორპორაციულ ფინანსებში, საინვესტიციო საბანკო საქმესა და კერძო კაპიტალის მართვაში. ის იყო პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ათობით ამერიკული, ევროპული თუ ავსტრალიური კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობასთან გიგა ათავსებდა ბიზნესის სწავლებას. ამჟამად ის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანია.
 
ბესო ნამჩავაძე არის ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი. ამავე დროს ის კითხულობს ლექციებს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში და არის ჟურნალ “Forbes Georgia”-ს კოლუმნისტი. ბესოს აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკაში, სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტსა და კვლევებში. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს რეფორმების ასოციაციაში და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფში.
 
ვატო ლეჟავა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორია. 2004-2008 წლებში იყო კახა ბენდუქიძის მოადგილე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისში. 2009-2012 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, 2012 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
 
 
19 აპრილი, სამშაბათი
13:00-16:00 კამპუსის ბიბლიოთეკა
დასაქმების ფორუმი
 
18:30-21:00 კამპუსის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200)
საჯარო დისკუსია „გზა თავისუფლებისაკენ: უკრაინა, საქართველო” - თავდაცვის პანელი
სპიკერები: სანდრო წერეთელი, უჩა აბაშიძე
მოდერატორი: ვატო ლეჟავა
 
სანდრო წერეთელი თავდაცვის ძალების ყოფილი ლეიტენანტი, პროფესიით იურისტი და პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტია საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. იგი იურისტის პროფესიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაეუფლა, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში შეისწავლა.
 
უჩა აბაშიძე პროფესიით პროგრამისტი, განათლებით ფიზიკოსი და შეთავსებით სამხედრო ჟურნალისტია. ის არის 2008 წლის ომის მონაწილე, სამხედრო თემების პოპულარული განმანათლებელი და ტელეგრამში ყველაზე რეიტინგული ქართული ჯგუფის - „უკრაინის ამბები“ - შემქმნელი.
 
ვატო ლეჟავა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორია. 2004-2008 წლებში იყო კახა ბენდუქიძის მოადგილე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისში. 2009-2012 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, 2012 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
 
 
20 აპრილი, ოთხშაბათი
კამპუსის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200)
17:00-18:30
თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია
 
18:30-21:00
საჯარო დისკუსია „გზა თავისუფლებისაკენ: უკრაინა, საქართველო” - უსაფრთხოების პანელი
სპიკერები: ზურაბ ბატიაშვილი, გეგა მგალობლიშვილი
მოდერატორი: თინათინ ქაროსანიძე
 
ზურაბ ბატიაშვილი აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2018 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი. კარიერის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2006-2013 წლებში იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, სადაც 2016-2018 წლებში ეკავა საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია. არის მრავალი პუბლიკაციისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი გეგა მგალობლიშვილი არის კარიერული დიპლომატი 20-წლიანი გამოცდილებით. ამჟამად არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის (National Defense College) დეკანის მოვალეობის შემსრულებელი და ასოცირებული პროფესორი, იყო აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის (National Defense University, Washington DC) ფაკულტეტის მოწვეული წევრი. მას ეკავა ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და აშშ-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავისი კარიერის განმავლობაში გეგა მგალობლიშვილი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, საქართველოს არარეზიდენტი ელჩი ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი NATO-ში. 
 
თინათინ ქაროსანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია. მას აკადემიურ სფეროში საქმიანობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს. 2006 წელს მიენიჭა ისტორიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის "ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში". ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ერაყის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.
Send notification via e-mail: