თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ არუსტაშვილი სამმა გერმანულმა უნივერსიტეტმა მიიღო:
- University of Mannheim-მა მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე
- University of Tübingen-მა მათემატიკური ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე
- University of Freiburg-მა გამოყენებითი ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე.
მარიამს DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სრულად დაუფინანსებს სწავლისა დაცხოვრების ხარჯებს. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.