ENG GEO

Search form

რეგისტრაცია ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად

 

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

შეჯიბრის შესახებ:

შეჯიბრის ფარგლებში გუნდები წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. შეჯიბრის თემატიკაა საკუთრების უფლება.

შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტებს მოეთხოვებათ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება.

შეჯიბრი შედგება წერილობითი დავალების წარდგენის, ტრენინგისა და იმიტირებული სასამართლო პროცესებისგან. წერილობითი დავალების შემოწმების შედეგად შეირჩევა 8 ძირითადი და 1 სათადარიგო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგსა და იმიტირებული სასამართლო პროცესში. სათადარიგო გუნდი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძირითადი გუნდი გამოეთიშება შეჯიბრს.

ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 1ნოემბერს, ხოლო იმიტირებული სასამართლო პროცესები - 2022 წლის 19-20 ნოემბერს.

შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ სერტიფიკატებსა და წამახალისებელ ჯილდოებს.

მონაწილეობის წინაპირობები:

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრის შემადგენლობით. თითოეული უნივერსიტეტიდან შესაძლებელია წარდგენილ იქნეს არაუმეტეს 3 გუნდი.

გუნდების რეგისტრაცია:

გუნდების რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

არსებული პანდემიური მდგობარეობიდან გამომდინარე, შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები შესაძლოა ჩატარდეს online ფორმატში.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს ელ. ფოსტაზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge