თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა. Jessup-ის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იმიტირებული პროცესია, რომელშიც 700-მდე სამართლის სკოლა მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ნიცა სირაძე, გიორგი ლელუაშვილი, მარიამ გეწაძე, რატი აბუსერიძე და თამარ კიკნაძე. გუნდმა მოიპოვა მოპასუხის საუკეთესო მემორანდუმის ჯილდოც, ხოლო ნიცა სირაძე გახდა შეჯიბრის საუკეთესო სპიკერი. სტუდენტებს ხელმძღვანელობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები დავით კაპანაძე და თამარ თომაშვილი.
Jessup-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრება, რომელიც გაიმართება 8-15 აპრილს ვაშინგტონში, აშშ.