ENG GEO

Search form

ისწავლე და იცხოვრე თბილისში

გარდამავალი დაფინანსების დამატებითი კომპონენტი

თუ ხარ საქართველოს რეგიონიდან ან ქალაქიდან (გარდა თბილისისა) და აბარებ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე, შენ გაქვს შესაძლებლობა - ისარგებლო გარდამავალი დაფინანსებითა და მისი დამატებითი კომპონენტით.

დამატებითი კომპონენტი გულისხმობს გარდამავალი დაფინანსების პროგრამასთან ერთად თვეში 200 ლარის ოდენობის დაფინანსებას (4 წლის განმავლობაში, წელიწადში 10 თვის მანძილზე, სულ ჯამურად, 8 000 ლარის ოდენობით).

დამატებითი კომპონენტით სარგებლობა შეგიძლია იმ შემთხვევაში, თუ:
• ჩაირიცხები თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მიიღებ 100%–იან სახელმწიფო სასწავლო გრანტს;
• აირჩევ გარდამავალი დაფინინსების პროგრამას;
• ხარ საქართველოს რეგიონიდან/ქალაქიდან და არ გაქვს თბილისში ცხოვრების საშუალება;
• თანახმა ხარ, ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში - აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (წელიწადში 240 საათის მოცულობით).

შენ უკვე შეგიძლია გააფორმო ცოდნის ფონდთან და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან წინასწარი ხელშეკრულება, რაც წარმოადგენს უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ შენს მიერ თვეში 200 ლარიანი დაფინანსების მიღების საფუძველს.

წინასწარი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნდა მიმართო ცოდნის ფონდს და წარადგინო სამოტივაციო წერილი, რითაც დაასაბუთებ, რომ საჭიროებ დამატებით დაფინანსებას თბილისში ცხოვრებისათვის.

ცოდნის ფონდი შეისწავლის შენს სამოტივაციო წერილში მოყვანილ გარემოებებს და ამის შემდეგ მოხდება წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება. ხოლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, შენთან გაფორმდება გარდამავალი დაფინანსების ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დამატებითი კომპონენტის ჩათვლით.

უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ 4 წლის მანძილზე დააფინანსებ მომავალი თაობის სტუდენტების სწავლასა და თბილისში ცხოვრებას იმავე მოცულობით,რა ოდენობის დაფინანსებითაც შენ ისარგებლე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
თბილისი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240
ტელეფონი: 2 200 901
E-mail: info@freeuni.edu.ge