ENG GEO

Search form

ედისონის ლიგა - QUARTUS

თუ ხარ სკოლის მოსწავლე და გაინტერესებს ინჟინერია, რობოტიკა, კონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენებური გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს "ედისონის ლიგა - QUARTUS".

კონკურსში გუნდებმა უნდა შეასრულონ სხვადასხვა ტიპის დავალება;
კონკურსი 3 ტურად ჩატარდება;
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ IX-XII კლასელებს;
გუნდში შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები;

ერთი გუნდი უნდა დაკომპლექტდეს მაქსიმუმ 3 მოსწავლესგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერი 8 სემესტრის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

• 5 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს;
• 3 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა II ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს;
• 1 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა III ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს.

რეგისტრაცია დასრულდა 19 თებერვალს.

ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელია აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ და აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში სწავლის დასაფინანსებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

☏ 555 49 06 49 თეკო ძიძიგური

ელ.ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge