ENG GEO

Search form

ცოდნის ფონდი

ცოდნის ფონდი, რომელიც არამომგებიანი, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დაარსა. ის საქართველოს მასშტაბით უდიდესი ფონდია უმაღლესი განათლების სფეროში.

ცოდნის ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ფონდის მიზანია ახალგაზრდა თაობის უზრუნველყოფა მსოფლიო დონის უმაღლესი განათლებით და ქვეყანაში მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ცოდნის ფონდი ახდენს ინვესტირებას საქართველოს მომავალ თაობაში, მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურასა და სტუდენტთა სწავლის დაფინანსებაში.

2007-2012 წლებში ცოდნის ფონდმა უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ჩადო. ეს განათლების სფეროში კერძო ინვესტირების უპრეცენდენტო თანხაა საქართველოს მასშტაბით.