ENG GEO

Search form

ვილემ ვისის იმიტირებულ პროცესში სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობა ცნობილია

2014 წლის, 21 სექტემბერს შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგად ცნობილი გახდა ვილემ ვისის (Willem C.Vis) სახელობის იმიტირებულ პროცესში, სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობა.

კონკურსში თავისუფალი უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის სახელით მონაწილეობას მიიღებენ სამართლის სკოლის მეოთხე და მესამე კურსის სტუდენტები:

სოფო ზაუტაშვილი, ინგა ნათელაური, ალეკო ნანაძე და ანა ჩიქოვანი.

24-28 სექტემბერს სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ არბიტრაჟის ინიციატივა საქართველოს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ მოსამზადებელ ტრეინინგში, რომელიც ჩატარდება კაჭრეთში.

დეტალური ინფორმაცია ვილემ ვისის (Willem C.Vis) სახელობის იმიტირებულ პროცესის შესახებ იხილეთ აქ.