ENG GEO

Search form

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები

1 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის ორგანიზატორებს დენის ეშმორსა და სტივ ტერეტს უმასპინძლა.

იმიტირებული პროცესები კემბრიჯის უნივერსიტეტის და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (European Court of Justice) ეგიდით ტარდება და მას კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრი  უწევს ორგანიზებას. შეჯიბრი 1994 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, ხოლო 2015 წლის 1-3 მაისს მისი ჩატარება საქართველოში იგეგმება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საქართველოში შეჯიბრის თანაორგანიზატორი თავისუფალი უნივერსიტეტია.

მოსამზადებელი ვიზიტისას, ორგანიზატორები ასევე შეხვდნენ შეჯიბრის პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში.

იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი არა მხოლოდ სამართლის სტუდენტების უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მისი მეშვეობით ხდება საჭირო კავშირების დამყარება, ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირება და ადგილის დამკვიდრება.

თავის მხრივ, ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ სტუდენტები. ისინი იღრმავებენ ცოდნას ევროპის კავშირის სამართლის და ზოგადად, ევროპის კავშირის შესწავლის თვალსაზრისით.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები 2013 წლიდან წარმატებით მონაწილეობენ აღნიშნულ შეჯიბრზე.