ENG GEO

Search form

ახალი აბრეშუმის გზა - ახალი რეალობა

22 ოქტომბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის თანაორგანიზებით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი, არჩილ კალანდია ეწვია და წაიკითხა საჯარო ლექცია "ახალი აბრეშუმის გზა - ახალი რეალობა".

სტუმარმა ისაუბრა აბრეშუმის გზის აღდგენაზე თანამედროვე რეალობაში, ჩინეთის ამბიციურ გეგმაზე, რომელმაც შესაძლოა ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების სრული ეკონომიკური ტრანსფორმაცია გამოიწვიოს და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობაზე.
არჩილი კალანდია არის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური ენის მიმართულების კურსდამთავრებული, იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში.

საჯარო ლექციის შემდეგ სტუმარს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობისა და გაღრმავებისათვის მადლობის სიგელი გადაეცა.