ENG GEO

Search form

ზაალ კოკაია - ტვინი და იმუნიტეტი

კამპუსი აგრძელებს კახა ბენდუქიძის მემორიალური საჯარო ლექციების ციკლს.

22 დეკემბერს კამპუსს ესტუმრა და რიგით მეორე ლექცია წაიკითხა ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა (შვედეთი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეულმა პროფესორმა ზაალ კოკაიამ.

ლექცია - ტვინი და იმუნიტეტი - ეძღვნება იმუნურ სისტემას და მის დამცველობით ფუქციებს ნერვულ სისტემასთან მიმართებაში.

ზაალ კოკაიამ განიხილა ის თავისებურებები, რაც აქვს ტვინის იმუნურ სისტემას, თუ როგორ იყენებს ტვინი იმუნურ უჯრედებს დაზიანებისგან თავის დასაცავად და აღდგენითი პროცესების გასაძლიერებლად.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

სტუმარმა აუდიტორიის მიერ დასმულ მრავალ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.