ENG GEO

Search form

შეხვედრა პროფესორ ანრი რუხაძესთან

25 დეკემბერს კამპუსს ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ანრი რუხაძე ეწვია.

სტუმარი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და საკუთარი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი.

ანრი რუხაძე არის სხვადასხვა სამეცნიერო პრემიის ლაურეატი და 600-ზე მეტი კვლევის ავტორია.

მისი კვლევის სფეროებია პლაზმური ფიზიკა, კვანტური კინეტიკა, ფიზიკური ელექტრონიკა, პლაზმის და გაზების კინეტიკური თეორია.