ENG GEO

Search form

უტილიტარიზმი- ადამიანის სიცოცხლის პრიორიტარიზაცია

უტილიტარისტების მიმართ საზოგადოება ყოველთვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი, რადგან მათი პრინციპები მეტად სადავოა. რთულია, ცალსახად დაეთანხმო იმ იდეას, რომელსაც საფუძველი ჯერემი ბენტამმა ჩაუყარა და გულისხმობს, რომ  სამართლებრივიპრობლემისგადაწყვეტისასაქცენტი აუცილებლად უნდაგაკეთდეს ბედნიერი / უბედურიადამიანებისრიცხვზე.  ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ბრიტანეთისფლოტის შემთხვევა. სამხედროშეტაკებისშემდეგ, როდესაცჩაიძირაბრიტანეთისფლოტისერთ-ერთიგემი, პატარანავშიაღმოჩნდა 3 ადამიანი. დამსახურებულიგენერალი, გემისკაპიტანი, რომელსაც 8 შვილიჰყავდადაერთიობოლიმეზღვაური. ნავისსიმცირისგამოაუცილებელიიყოერთ-ერთისგაწირვა, რათადანარჩენიორიგადარჩენილიყო. გენერლისგარდაცვალებისშემთხვევაშიძალიანბევრიადამიანიიგრძნობდათავსცუდად, მისდაქვემდებარებაშიარსებულიპირები, ფართოსამეგობროწრედაა.შ. კაპიტნისგარდაცვალებისშემთხვევაშიცბევრიადამიანიგანიცდიდაამას, მისი 8 შვილიდაა.შ.  ობოლიმეზღვაურისგარდაცვალების გამოკიბევრადნაკლებიადამიანიგაუბედურდებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ობოლი მეზღვაურის ხარჯზე გადარჩენილიყო სხვა ადამიანების სიცოცხლე.

აქ ვეჩეხებით იმ მთავარ მორალურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია, ერთი ადამიანის სიცოცხლე პრიორიტეტული გახადო სხვა ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. უტილიტარისტები თავიანთი ამ პოზიციით ანივთებენ ადამიანებს. მათთვის ადამიანების სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთება იგივეა, რაც გადაარჩინო ორი საყვარელი ნივთიდან ერთ-ერთი.

იმ იდეაზე, რომ გარკვეული უტილიტარისტული მიდგომები მორალურად თუ ზნეობრივად არასწორია, უტილიტარისტებს თავისებური ახსნა აქვთ. მაგალითად, ბერნარდ ვილიამსის აზრით, ‘’it is silly to think that we should all try to become moral saints’’. ამ წინადადებით, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. სამყაროში მიმდინარე პროცესები ბევრ ისეთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომელთა გადაჭრაც მორალურად რთულია, ამიტომ უტილიტარისტები მიიჩნევენ, რომ საკითხების ზედმეტად გართულება და მორალურზე მორგება სისულელეა, როცა ისინი შეიძლება ძალიან მარტივად გადაიჭრას. ბერნარდის აზრს თუ გავითვალისწინებთ, ფლოტის მაგალითის შემთხვევაში რთულია გადაწყვიტო, ვინ გაწირო. ცდილობ, მოერგო ზნეობრივ ნორმებს და შესაბამისად იმოქმედო, მაგრამ ამ დროს ყველას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაბამისად, სისულელეა, ზნეობრივად სწორად მოიქცე, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა დაიღუპება, ხოლო თუ გონებით ვიმოქმედებთ, უმეტესობა გადარჩება. ამიტომ ისმის კითხვა- ‘’რატომ ყველა, როცა ერთის ხარჯზე სხვების გადარჩენაა შესაძლებელი?’’. უტილიტარიზმის ძირითად იდეაში, რომ მოქმედებების სწორი კურსის არჩევა მაქსიმალურს ხდის შესაძლებლობას, რომ ეს მოქმედება საერთო „სიკეთის“ მომტანი იქნება, ‘’სწორი კურსი’’ სწორედ მორალური წესებისგან გადახვევაა. მარამ მეორე საკითხია, თუ ვინ განსაზღვრა და განმარტა რას ნიშნავს ‘’სწორი კურსი’’ და რამდენად რეალურია საერთო სიკეთე მიიღწეოდეს ამ საერთო სიკეთის ნაწილის დაკარგვით.

თანამედროვე მსოფლიო ნაწილობრივ იზიარებს უტილიტარისტების იმ იდეას, რომ ზოგჯერ სიცოცხლის რაოდენობას ენიჭება უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლის პრიორიტეტულობა რიგითმა მოქალაქემ უნდა განსაზღვროს. მაგალითად, როდესაც ტერორისტი შეიჭრა სკოლაში, სადაც უამრავი ადამიანია, ასეთ დროს სამართალდამცავებს აქვთ უფლება მოკლან ტერორისტი, რათა დანარჩენი ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ, მაგრამ ესეც გამონაკლის შემთხვევებში. თუმცა თუ ზემოთ ხსენებულ ფლოტის მაგალითს განვიხილავთ, ადამიანი/ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მესამე ადამიანი გემიდან გადააგდონ, რათა თვითონ გადარჩნენ, თანამედროვე კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

უტილიტარიზმი, როგორც ბენტამმა თქვა,  ‘’ყველაზე დიდი ბედნიერებაა’’, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელია დიდი ბედნიერება მიღწეულ იქნას სხვა ადამიანის უბედურების ხარჯზე, რადგან მოგვიწევს, რომ პარეტო ოპტიმუმის პრინციპით დავიწყოთ ცხოვრება, რაც გულისხმობს, რომ სხვა გავაუბედუროთ, წავართვათ მისთვის სასურველი რამ, ამ  შემთხვევაში სიცოცხლე, ამით კი ჩვენ გავბედნიერდეთ. ეს გამოიწვევს ადამიანებს შორის მუდმივ ‘’შეჯიბრობითობას’’ არა რაიმე სფეროსა თუ საქმეში, არამედ სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში, ეს კი 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანი უმაღლესი საფეხურია და მისი სიცოცხლე კი უმთავრესი ღირებულება, ყოვლად დაუშვებელია. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით საუკუნეების წინანდელ ხანაში, როდესაც ადამიანები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს საკუთარი თავის გადასარჩენად.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.