“I am free, no matter what rules surround me. If I find them tolerable, I tolerate them; if I find them too obnoxious, I break them. I am free because I know that I alone am morally responsible for everything I do.”
-Robert A. Heinlein
რა მოხდება თუ სამყაროში ყველას და ყველაფერს თავისი წესი ექნება? წამიერად აღმოვჩნდებით ისეთ ადგილსაც სადაც ყველაფერი იდეალურია? იქნება კი ეს უტოპია? ჩვენს წარმოსახვას ვაძლევთ გასაქანს, რომ დახატოს სამყარო პრობლემების გარეშე.ხშირად გვიჩნდება ასეთი კითხვები, რომელსაც პასუხებს ვერ ვცემთ.
წარმოვიდგინოთ, ისეი ადგილი სადაც ყველაფერი წესებს ექვემდებარება. ერთი შეხედვით ალბათ ულამაზესი იქნება ასეთი სამყარო და სასიამოვნოც იდეალურ ადგილას ცხოვრება. მაგრამ მართლა გვჭირდება ასეთი კონტროლიერბული სილამაზე? მგონია რომ ასეთ დროს ადამიანის მთავარი უფლება, არჩევანის თავისუფლება ქრება.
მთავარი რამ, რაც ყველას ერთმანეთისგან განგვასხვავებს და ინდივიდუალურებად გვაყალიბებს, სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებებია. შეიძლება მეორე წამსვე ვნანობდეთ, ქმედებას რომელსაც ჩავდივართ, მაგრამ ეს შეცდომები გვაყალიბებს იმად რაც ვართ. ნებისმიერი წაბორძიკება გადადგმული ნაბიჯის წინაპირობაა. რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია, როდესაც ცხოვრების გზას თავად იკვალავ.
დენტოლოგია არის ისეთი ეთიკის ფორმა, რომელიც გვაიძულებს მივყვეთ რაღაც წესებს, რომელიც მორალურად სწორია. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რა არის სწორი და რა არა? კერძო სტერეოტიპების ჩამოყალიბება საკმარიასია? შემზარავად მიმაჩნია ისეთი სამყარო სადაც ყველა, თითოეული ინდივიდი ერთმანეთს ემსგავსება. წარმოიდგინეთ ტყე, რომელიც უკვე გაჩეხეს და დარჩენილი ყველა კუნძი თააბარი და ამავდროულად ერთნაირად შეუხედავია. პარალელურად კი, ვთვლი, რომ ტყე ულამაზესია, თავისი არათანაბარი ხეებით, ზოგი მაღალი, ზოგიც კი ჩია. ნაწილი ამწვანებული, ხშირი ფოთლებით, ნაწილი კი თითოოროლა ფოთლით. ყველა განსხავებულია, რაც სიმრავლის სახით ულამაზეს ტყედ წარმოგვიდგება.
ჩემი აზრით, ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. ყველა ერთნაირი, რომ ვიყოთ ალბათ ნაცრიფერი იქნებოდა სამყარო. ერთფეროვანი, რუტინული, არანაირი სიახლე, არანაირი თავგადასავალი. წლების, საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში უცვლელი დინება. რატომღაც არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი სამყარო „იდეალურის“ შესატყვისი იყოს. გაჩნდება კითხვა, რით ვიქნებით განსხვავებულები? არაფრით. ეს „დიადი“ არსება ადამიანი რა იქნება თუ არა სრული უსუსურობა. ყველა დანარჩენი არსება უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე ჩვენ, რადგან მათ ექნებათ იმის ფუფუნება,რომ იმოქმედონ თავისი ნებით. არ იქნებიან იძულებულები მოიქცნენ ისე, რაც ბედნიერებას არ მოტანთ. იგივეა ლომს უთხრა, არ შეჭამო ზებრაო, ეს მორალურად არასწორიაო. კარგი ვთქვათ დაგემორჩილა ლომი, მაგრამ რა მოხდება შემდეგ? მართალია, გადაშენდება, აღარ იარსებებს. მგონია, რომ სწორედ ასეთი დასასრული ექნება ადამიანსაც, თუ ვაიძულებთ მხოლოდ ერთი მიმართულებით იაროს. Როდესაც ადამიანი იმპერატივებს ემორჩილება ეს ნიშნავს, რომ მას სხვა გზა აღარ აქვს. Ყველა გზა მოჭრილი აქვს. Განსხვავებაც აღარ იქნება ჩვენს შორის. Ყველა ერთნაირი ვიქნებით, რაც არ მოგვანდომებს ერთმანეთის გაცნობას. Ეული ადამიანი კი რას წარმოადგენს?შესაძლოა ვთქვათ, რომ არაფერს. Ადამიანები ერთმანეთის დახმარებით ვითარდებიან, სხვადასხვა რაღაცებს სწავლობენ ერთმანეთისგან, როდესაც ყველა ერთნაირი იქნება Პიროვნულ განვითარებასაც კი შეუძლებელი გახდება.
დიდი დრო დასჭირდათ ადამიანებს შეეცნოთ რა არის თავისუფლება. ხანდახან მგონია, რომ დღესაც სრულად არ გვესმის ამ ცნების მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ვცდილობთ მის გაგებას. რა მოხდება თუ ჩვენი თავისუფლება დაიკარგება და ყველაფერს წესები შეზღუდავს, ისე ჩავიკეტებით, გასაქანის საშუალება არ მოგვეცემა, როგორც ჩიტს, რომელიც გალიაშია.სწორედ ამ ჩიტიტივით ვერ შევძლებთ შევიცნოთ რას ნიშნას ღია სივრცეში ფრენა და ჩვენი ცხოვრება მხოლოდ მზა საკენკის მიღება და უმიზნოდ სიცოცხლე იქნება. რატომრაც ვფიქრობ, რომ ჩემს თავისუფლებას, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი შეცდომები და ჩემი წარმატებები ქმნიან.
ვხდებით, რომ დენტოლოგიის მიზანი მხოლოდ საუკეთესოსკენ სრაფვაა, მაგრამ შეუძლებელია დედამიწაზე სამოთხის შექმნა, თუნდაც წესების დაცვის იძულებით. წინსვლის ნაცვლად მხოლოდ უკან დავიხევთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.