დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდება გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს. ზემოთ აღნიშნული ეთიკა მიიჩნევს, რომ კონკრეტული ქმედება მორალურად სავალდებულია, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მან ადამიანის კეთილდღეობას, კანტის დეონტოლოგიური ეთიკა არ არის ამ თეორიის ერთადერთი და უნივერსალური მაგალითი, ნებისმიერი სისტემა, რომელიც არის მკაცრად გაწერილი და მოცავს ქმედების მკაფიო წესებს წარმოადგენს დეონტოლოგიურ ფორმას. დეონტოლოგიური ეთიკა ცნობილია როგორც წესებზე დაფუძნებული ეთიკა, ათი მცნებაც დეონტოლოგიური ეთიკის მკაფიო მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან იგი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რაც დეონტოლოგიურ თეორიას ახასიათებს, რომელიც წარმოადგენს ქმედების მკაფიოდ დადგენილ წესებს, იმ ღვთიური ბრძანების თეორიის მოსაზრებას, რომ ზნეობა არის ღმერთის ბრძანებების შესრულება, რომელიც მორალურად გამართლებულია. ჩვენი ყველა ქმედება მოტივირებული უნდა იყოს არა ჩვენი მყისიერი ან სამომავლო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, არამდედ ჩვენი მამოტივირებელი უნდა იყოს მორალური კანონებისა და წესების პატივისცემა და დაცვა.
აღნიშვნის ღირსია ასევე მიდგომა, რომელიც დეონტოლოგიას კონსეკვენციალიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავს, რადგან დეონტოლოგია არის თეორია, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქმედებების რეზულტატის ეთიკურ მნიშნველობას, მთავარია ჩვენ დავიცვათ ის მორალური ქცევის წესები რაც ჩვენთვის სავალდებულოა, რადგან იმის პროგნოზირება თუ რა შეიძლება მოყვეს ჩვენს ქმედებას ყოველთვის ვერ განისაზღვრება, მთავარია ჩვენი ზრახვები იყოს მორალურად გაამრთლებული, რადგან თუ ვერ ხდება პროგნოზირება რეზულტატის ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევები და ზრახვები.
დეონტოლოგიას, ამ მორალურად სავალდებულო ქცევის წესს უპირისპირდება ასევე კოლბერგის მორალური განვითარების თეორია, რომელიც სტადიებად არის დაყოფილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეხუთე სტადია, ამ სტადიაზე ადამიანები ემორჩილებიან კანონებს სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად, ადამიანი, რომელიც იმყოფება ამ სტადიაზე დეონტოლოგიის თეორიისაგან განსხვავებით ამართლებს ისეთ საქციელს როგორიც მოტივშივე არ არის მორალურად სწორი კერძოდ წამლის ქურდობას, რომელსაც შეუძლია დაიცვას მისი ახლობლის სიცოცხლე, ერთი შეხედვით დეონტოლოგები ჩათვლიდნენ, რომ მორალურად სწორი საქციელი უნდა ჩაედინა ადამიანს, მაგრამ რეზულტატი რაც მორალურად სწორ საქციელს მოყვებოდა იქნებოდა საზღაური ადამაინის სიცოცხლისა. კოლბერგისეული თეორიის მიხედვით მორალურად სწორი არ შეიძლება განისაზღვრებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებული კანონებითა და წესებით, მორალურად სწორი გადაწყვეტილება ადამაინმა უნდა მიიღოს სინდისის კარნახით, რომელიც შესაძლებელია იყოს დასჯადი, მაგრამ ეს მან აუცილებლად უნდა გააკეთოს, რადგან ამის რეზულტატი იქნება იმ ყველა კანონზე და ქცევის წესზე მაღლა მდგომი, რასაც დამკვიდრებული ქცევის წესი განსაზღვრავს.
ამრიგად მორალურ თეორიებს ყავს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე, ზოგს არ მოსწონს კონკრეტული ქცევის მორალური ხასიათი ამა თუ იმ მოძღვრებაში, ზოგიც კონკრეტული მორალური თეორიის საწინააღმდეგო თეორიას აყალიბებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ განვითარებულ, მოაზროვნე საზოგადოებას არასდროს უმოქმედია ერთი რაღაც ღვთიური და უნივერსალური მორალური ქცევის წესით, ქცევის წესი ყველა საზოგადოებაში განსხვავებულია და ის მიემართება და არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ შეუძლებელია სხვადასხვა კულტურის საზოგადოებას მოვთხოვოთ ერთი და იგივე დამოკიდებულების გამოჩენა, ერთი კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად, ეს თვითონ დეონტოლოგიის მთავარ მოძღვრებას, მორალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელობა არ აქვს რეზულტატს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.