ENG GEO

Search form

პიტერ ზინგერის მორალური კომპასის შეცდომები

რას მოიმოქმედებდით იმ შემთხვევაში თუ გვერდით ჩაუვლიდით აუზს, სადაც პატარა ბავშვი იხრჩობა? ალბათ, ადამიანთა უმრავლესობა დაუფიქრებლად გადახტებოდა აუზში ბავშვის გადასარჩენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამით მათ ტანსაცმელი დაუსველდებოდათ, ან მნიშვნელოვან საქმეზე დააგვიანდებოდათ. პიტერ ზინგერი ცნობილ ესეში შიმშილობაზე, სიმდიდრესა და მორალურ ვალდებულებებზე ადამიანთა მორალის ჭრილში განიხილავს მსოფლიოში არსებულ გაჭირვებასა და შიმშილს. 1970-იან წლებში ბანგლადეშში მიმდინარეობდა ომი დამოუკიდებლობისთვის, რამაც გამოიწვია ათასობით ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია ინდოეთში თავშესაფრის საპოვნელად. ამას კი შედეგად მოჰყვა მასობრივი შიმშილობა დაგაჭირვება. სწორედ ეს გახდა ზინგერის შთაგონების წყარო, დაეწერა ესე, სადაც ის საკუთარი მორალური ღირებულებების ჭრილში განიხილავს საკითხს და აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ერთგვარგულ გრილობას იჩენენ ქველმოქმედების მიმართ.

ზინგერის მთავარი მიზანი არის, შევეცადოთ მსოფლიოში თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ გაჭირვების დონე, თუკი ამ მიზნისთვის არ გვჭირდება მსხვერპლად შევწიროთ რაიმე ჩვენთვის მორალურად ღირებული. თუ ჩემს ქმედებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის, მაშინ მორალურად გამართლებულია ვისწრაფვოდე ამ მიზნისკენ. თუ აუზში გადახტომით გადავარჩენ ბავშვს, მორალური თვალსაზრისით გამართლებულია სწორედ ასე მოვიქცე და უგულებელვყო ტანსაცმლის დასველების ან დაგვიანების ფაქტორი. ამ კუთხით განიხილავს ის ბანგლადეშში არსებულ ვითარებასაც. ეს ორი მაგალითი ზინგერისთვის პრინციპულად არ განსხვავდება,მისთვის არ აქვს მნიშვნელობა გვერდით მყოფ ბავშვს ვეხმარებით თუ კილომეტრებით დაშორებულ ბანგლადეშელ ლტოლვილს, მორალური ასპექტით ეს ორი შემთხვევა ერთი და იგივეა. ვფიქრობ, რომ ზინგერის მსჯელობა ზედმეტად ზოგადი და აბსტრაქტურლია. ზემოთ ნახსენებ ორ მაგალითს შორის მკვეთრი ტოლობის ნიშნის დასმა, ჩემი აზრით, მიუღებელია. აუზში ბავშვის გადარჩენით ქმედების შედეგი იმ მომენტშივე განსაზღვრულია, ამიტომაც ვიღებ ბავშვის გადარჩენი სგადაწყვეტილებას, მაგრამ ბანგლადეშში გადარიცხული თანხით რამდენად ვეხმარები მე იქ მცხოვრებ უსახლკაროს, ამ შედეგის დანახვა არ შემიძლია. შეიძლება არც იქონიოს არანაირი ზეგავლენა ჩემმა გადარიცხულმა თანხამ, ანუარესშემთხვევაშიესთანხადაიკარგოს, თუმცაშეიძლებოდაგადარიცხვისმაგივრად, ამფულითდავხმარებოდიჩემსახლობელს, რომელიცშიმშილობს, მეყიდამისთვისსაჭმელიდაამითმისიბედნიერებისკოეფიციენტისაგრძნობლადგამეზარდა. მართალია, ზინგერის მოსაზრებები ჰუმანურობის, ალტრუიზმის ჩანერგვას ისახავს მიზნად, მაგრამ, ჩემია ზრით, დაუშვებელია მკვეთრად კონსტრუირებული იყოს მორალურობის და ამორალურობის საკითხი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი, რაც ზინგერის მსჯელობაში იკვეთება არის სანდოობა არაასანდოობის საკითხი. დამაბრკოლე ბელბარიერად იქცევა ხოლმე იმის ბუნდოვანება, რამდენად მიაღწევს ჩემი შეწირული თანხა გაჭირვებულ ბენგალელამდე. ამასთან, ინფორმაციის უტყუარობაც ეჭვს შეიძლება იწვევდეს. უფრო გასაგებად, მე, რომელიც ვცხოვრობ კილომეტრებით შორს, საქართველოში, თბილისში და არ გამაჩნია არანაირი წვდომა ბენგალელ მოსახლეობაზე, უნდა ვენდო თუნდაც პიტერზინგერის ნათქვამს, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით იღუპება და მათ დასახმარებლად გავიღო სახსრები. არ არის არანაირი გარანტია იმისა, რომ ეს ქველმოქმედებისთვის კეთდება და არ არის უბრალოსატყუარა ან თაღლითური სქემა, რომელიც ხალხის მოტყუებაზეა ორიენტირებული. საკამათოა ასევე ისიც, რამდენადაა დამოკიდებული დანაშაულის შეგრძნება დისტანციაზე. რადგანაც ბენგალელი ხალხი ჩემგან კილომეტრებითაა დაშორებული შეიძლება მათი არ დახმარებით ნაკლებ დანაშაულის გრძნობას განვიცდიდე, ვიდრე იმ ადამიანის გასაჭირის დაიგნორებით, რომელსაც ჩემს თვალწინ სჭირდება დახმარება. ჩემი აზრით, ეს მსჯელობაც ზედმეტად ზოგადია და არაა დამოკიდებული მხოლოდ მანძილზე. რთულია განსაზღვრო დახმარებით გამოწვეული შედეგი. მაგალითად, ხშირად ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანსაც არ ვეხმარებით იმის გამო, რომ არ ვიცით კეთილშობილური მოტივით შთაგონებული ქმედება მართლა იმ შედეგს მოიტანს, რაც განსაზღვრული გვქონდა თუ პირიქით უარესი ვქნათ ჩვენი „დახმარებით“. რთულია ზუსტად განსაზღვრო მოქმედებისგეგმა, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ. ამის გამო მე შეიძლება არც განვიცდიდე დანაშაულის გრძნობას ჩემი გულგრილობის გამო, რადგან მიმაჩნდეს, რომ უმოქმედობით იმაზე მეტად ვეხმარები, ვიდრე ამას რაიმე ქმედებით ვიზამდი.

ამასთანავე, ბუნდოვანია ზინგერის ის არგუმენტიც, სადაც ამბობს, რომ ხუთ დოლარზე მეტს თუ გადავრიცხავ გაჭირვებულთა დასახმარებლად, უფრო აალბათობა იმისა, რომ უფრო მეტს დავეხმარები და უფრო მეტად შევამცირებ სიღარიბის დონეს მსოფლიოში. მაგრამ სად გავავლოთ ზღვარი, რა არის საკმარისი და რა არა? ან ვის შეუძლია ობიექტურად განსაზღვროს თანხის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება? აქ მართალია ზინგერი ამბობს, რომ თითოეული იმდენით უნდა დაეხმაროს სხვას რამდენითაც მაქსიმალურად შესაძლებელია, მაგრამ მე ხომ ამით ჩემს კეთილდღეობას ვიკლებ, რათა სხვას ოდნავ მაინც გავუუმჯობესო ცხოვრების დონე, თუმცა არ მაქვს გარანტია ჩემი მოკლებული თანხა იქნება თუ არა საკმარისი ამისთვის. ეს თანხა შეიძლება ბენგალელი მოსახლეობისთვის, ასე ვთქვათ, ზღვაში წვეთი იყოს, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოდის, რადგან დავუშვათ, 5000 ლარი ერთი ადამიანითვის შესაძლოა სერიოზული თანხა იყოს, მაგრამ 5 მილიონი ადამიანისთვის არც ისე მნიშვნელოვანია.

ასევე შესაძლოა, რომ ერთი შეხედვით უანგარო ქმედებები მართული იყოს ადამიანის ეგოისტური ფაქტორებით. მაგალითად, გათავისუფლდეს დანაშაულის გრძნობისგან, ან გაიუმჯობესოს გუნება-განწყობილება და სხვების დახმარება უბრალოდ საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, რომელიც უფრო ცხადად დაანახებს, რომ მის ამ „მსხვერპლშეწირვას“ მართლაც მოაქვს შედეგი, იმ გზას აირჩევს, ტანსაცმლის ყიდვაზე უარისთქმა, იმ პირობით, რომ ეს თანხა ბანგლადეშში გაჭირვებულთა დასახმარებლად გადაირიცხება არ იძლევა ცხად შედეგს. ამიტომ ის ფაქტი, რომ მე კონკრეტულ სიტუაციაში უარს ვამბობ ბანგლადეშში გაჭირვებულთა დახმარებაზე, ჩემს ამორალურობას არ ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ პიტერ ზინგერის ესე მიზნად ისახავს ჰუმანურობისა და ალტრუიზმის გაღვივებას ადამიანებში, ვფიქრობ, მისი რამდენიმე მოსაზრება სერიოზულ ხარვეზს შეიცავს, მისი მსჯელობა უფრო მეტად რადიკალურია, მორალურ ვალდებულებებს მკაცრად განსაზღვრავს, ამგვარი მიდგომა კი, ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე რელევანტური.

 



 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.