ENG GEO

Search form

უტილიტარიზმის საბჭოთა კავშირში ასახვა

უტილიტარიზმი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და გავლენიანი ეთიკური თეორიაა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი გვთავაზობს საზოგადოების არსებობის თავისებურ მოდელს, ხშირად გამხდარა ეს უკანასკნელი ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვის მთავარი საშუალება.  ეს გასაკვირი არცაა, რადგან სახელწიფო გარკვეული სოციუმისგან შედგება და ახასიათებს უტილიტარიზმის ნიშნები. მთავარი ამ საკითხში არის ის, თუ რა კუთხით ვლინდება ეს ფილოსოფიურ ხედვა და როგორ მოერგება არსებულ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ უტილიტარიზმის სახასიათო ნიშნები ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა, როდესაც იგი სხვადასხვა სოციუმს ერგება, მისი შედეგი იცვლება. მიზეზი არის ის, რომ წარმოადგენს ერთგვარ ცოცხალ ორგანიზმს და აქვს იმის უნარი, რომ ადაპტირდეს კონკრეტულ პირობებთან. გამომდინარე აქედან, ადაპტირება შეიძლება გულისხმობდეს როგორც კარგ, ისე ცუდ გარემოსთან თანაარსებობაში ყოფნას. ალბათ კითხვის ნიშანი ისმება, თუ როგორ შეიძლება, რომ უტილიტარიზმი, ფილოსოფიური ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ბედნიერების მაქსიმიზაციაზე, როგორ შეიძლება მოარგონ ყველაზე დიდი ბოროტების, ტოტალიტარული ქვეყნის პროპაგანდისტულ მანქანას და იმ შედეგის მაპროვოცირებელი გახადონ, რომელიც ობიექტურად გულისხმობს უტოპიაში ყოფნას და არაფერი საერთო არ აქვს ბედნიერებასთან.

ზემოთ აღნიშნული იდეას რომ გავყვეთ, აუცილებელია, ჩამოვთვალოთ ის მთავარი პრინციპები, რომლებზეც დგას უტილიტარიზმი. რამდენიმე იდეა იკვეთება ამ უკანასკნელში, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის საზოგადოების მოწყობის ერთგვარ კონცეფციას.

1.თავდაპირველი პრინციპი ესაა კონსეკვენციალიზმის მთავარი იდეა. ქმედების ხარისხი განისაზღვრება არა პროცესით, რომელიც ამ ქმედებას ახლავს თან, არამედ შედეგით. ამ თეორიას ტელეოლოგიასაც უწოდებენ. თუმცა უტილიტარიზმში აუცილებელი პირობაა, რომ ბედნიერება აისახოს შედეგში. ქმედება მაშინაა სწორი, როდესაც ეს სარგებლისა და ბედნიერების მომტანია სუბიექტისთვის.

2.გამომდინარე იქიდან, რომ უტილიტარიზმი შედეგზეა ორიენტირებული, მისთვის ქმედების მორალურობა, ამორალურობა უმნიშვნელოა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს რელატივისტური მიდგომაა, რომლის მიხედვითაც ცუდისა და კარგის გარჩევა არ ხდება. თუ შედეგი სარგებლიანია, მაშინ ამორალური საქციელიც შეიძლება, რომ მორალურად გაამრთლდეს.

3.ამ ფილოსოფიური მსოფლხედვის პროდუქტიულობა და ეფექტიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მოხდება სარგებლიანობის, ბედნიერების მაქსიმიზაცია. ანუ რაც უფრო დიდი რაოდენობის და მეტ ხალხზე გავრცელებულ სარგებელს მოიტანს ქმედება, მით უფრო გამართლებულია.

4. საბოლოოდ ამ იდეის დაგვირგვინება არის ის, რომ ქმედება, რომელიც უტილიტარისტურად აუცილებლად საგრებლისა და ბედნიერების მომტანი უნდა იყოს, ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს. ერთგვარად „ინტერესების თანაბარი გათვალისწინების“ საშუალებით არ უნდა იყოს მითითებული, რომ შედეგი მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს მიემართება, არამედ შედეგი რაც შეიძლება ფართო მასაზე უნდა გავრცელდეს.

უტილიტარიზმის პრინციპების ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლოა ავაგოთ ლოგიკური ჯაჭვი იმასთან მიმართებაში, თუ როგორ ადაპტირდება ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირისეულ მოდელთან. დამოკიდებულება ამ ორ ხედვას უტილიტარიზმსსა და ტოტალიტარიზმს შორის, შეიძლება ითქვას, არაპირდაპირი და ფორმირებულია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, ადაპტირება ნიშნავს არსებულ გარემოზე მორგებას, რაც პრინციპების თვალსაზრისით თუ არა,  შედეგობრივად აკარგვინებს თავდაპირველ სახეს. უფრო ცხადი რომ გახდეს პარალელი საბჭოთა კავშირისეულ მოდელთან, მაგალითად მოვიყვან სტალინიზმის პერიოდის ერთ-ერთ მოვლენას. სტალინის ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირზე შეექმნა ზღაპარი. ამ იდეის განხორციელებისთვის უდიდესი შრომა გასწია და პროცესი მეტად საყურადღებო, მნიშვნელოვანია. თავდაპირველად გამოიყენა ზღაპრის ნიშანი-ჩაკეტილობა. საბჭოთა კავშირში მცხოვრები საზოგადოება მთლიანად იზოლირებულნი იყვნენ გარე-სამყაროსგან. რაციონალურობას ნელ-ნელა ანაცვლებდა უტოპია, ფანტაზია. ამაში კი გმირი პერსონაჟების შემოტანა დაეხმარა. მაგალითად, „ბოგატირი“ რუსული ფოლკლორის გმირი აქცია ერთგვარ კულტად. ერთი სიტყვით ძალიან სწორი და გათვლილი გზებით შექმნა საბჭოთა ზღაპრის პოსტულატი. და ისმება კითხვა თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი უტილიტარიზმთან. თავდაპირველად განვსაზღვროთ ქმედების ხარისხი.  ეს უკანაკსნელი ცოტა დეფორმირებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ქმედება უტილიტარისტულად უმნიშვნელო უნდა იყოს, აქ ვაწყდებით ერთგვარად ადგილების გაცვლას. ჩამდენისთვის პროცესი მნიშვნელოვანია, სტალინისთვის მთელი რიგი რეფორმები ფასეულია, რადგან ამით კიდევ უფრო ავითარებს ტოტალიტარული მმართველობის ნიშნებს. მაგრამ ქმედება უმნიშვნელოდ აღიქმება იმათთვის, ვისთვისაც მიმართულია არსებული აქტი. ანუ ხალხისთვის. ამას სტალინი ზღაპრის იდეის შეფუთვით ახერხებს და ხალხს ერთგავარად ჰიპნოზის საშუალებით ავიწყებს მთელ რიგ სიბოროტეს, რაც ქმედებას ახლავს თან. რაც შეეხება შედეგს, შედეგი ორივე მხარისთვის სასარგებლო და მომგებიანია, და რაც მთავარია, დიდ მასაზე, მთელ საბჭოთა კონტროლირებად სივრცეზეა მოდებული. თუ ორივე მხარე კმაყოფილია ეს სწორედ რომ უტილიტარიზმის იდეას ამართლებს. ერთი მხრივ, სტალინი იღებს უნებო ადამიანებს, მეორე მხრივ, ირაციონალური გონების ხალხს მოსწონს ზღაპარში ცხოვრება, რადგან იგი მიმზიდველი, და ჯადოქრულია. უტილიტარიზმში განხორცილებული ქმედება აუცილებლად უნდა მოერგოს თანასწორობის პრინციპს. ამ იდეას საბჭოთა კავშირი, ცხადია, სათავისოდ იყენებს. ამ უკანასკნელის ბოროტული გააზრება მდგომარეობს იმაში, რომ თანასწორობა საბჭოთა კავშირსთვის ასოცირდება იმასთან, რომ ყველაზე ერთნაირად უნდა აისახოს პრინციპი, სხვა შემთხვევაში სადღაც გამოიპარება თავისუფლების ნიშანი და ამით მთელ ტოტალიტარიზმს ნგრევა ელის. უტილიტარიზმში, თანასწორად ყველას ერთნაირად გაბედნიერება აუცილებლად ნიშნავს ვიღაცის უბედურებას, რადგან მას არ დაუტოვეს სხვა გზა და ისიც ბედნიერების ნაწილი გახადეს. ეს შეიძლება უტილიტარიზმის უარყოფით მხარედ განვიხილოთ. სწორედ ამას ეჭიდება სტალინი, იმას, რომ ვითომ ბედნიერ ზღაპრულ გარემოში ყველა თანაბრად უნდა გაბედნიერდეს. თუ ვინმე უბედური იქნება ამით დაირღევევა ტოტალიტარიზმის კანონზომირება, მაგრამ არა უტილიტარისტური ხედვის. საბოლოოდ საკითხის ასე ისმება, ობიექტურად ნათლად ჩანს, რომ სტალინის ქმედება ამორალურია, ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ უტილიტარიზმის იდეის გამოყენებისთანავე, ქმედების ამორალურობა მეორე ხარისხოვნი ხდება. მიზეზი არის ის, რომ რადგანაც შედეგი სარგებლიანია, ამორალური საქციელიც კი ჩამდენს შეუძლია მორალურად გაამართლოს. ამას კი როგორც სტალინი, ისე უტილიტარისტები სწორედ შედეგის ბედნიერების ხარისხით ხსნის.

 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.