უტილიტარიზმი, როგორც ყველაზე გავრცელებული ფორმა კონსეკვენციალიზმისა, წარმოადგენს ნორმატიულ ეთიკურ სისტემას, რომლის ფარგლებშიც ქცევის მორალურობა განსაზღვრულია მისი საბოლოო ეფექტით ადამიანთა საერთო კეთილდღეობაზე. უტალიტარიზმის ეს განმარტება წარმოშობს გარკვეული სახის სიძნელეეებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. ამის ფარლებში კი ისმის კითხვა: რამდენად წარმოაგდენს ადამიანური არსება უტყუარ საზომს საკუთარი ქმედებისა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა ინდივიდუალიზმმა მიზნის რეალიზებისას?
ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ხშირად სუბიექტურ გავლენას ზოგადი მოსაზრებებები ახდენს. საზოგადოება აყალიბებს გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე სუბიექტს, რომელზეც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კონკრეტული სოციალური გარემოცვა. შესაბამისად, ინდივიდს უჩნდება გარკვეული პრეფერენციები გარკვეულ სოციალურ კონტექსტში, მათ შორის, რელიგიას, პოლიტიკასა და კულტურაში. Სწორედ ამ პრეფერენციებზე დაყრდნობით, ადამიანური არსება იღებს როგორც სუბიექტურ ასევე ობიექტურ გადაწყვეტილებებს. Შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებს ნებისმიერ ფორმაზე, უმთავრესად კი უტილიტარიზმე, მრავალმნიშვნელოვანად ზემოქმედებს სოციალური ასპექტები, რომლებსაც აქვს უდიდესი პოტენციალი საბოლოო შედეგის ფორმირებისა.
ტერორისტული ორგანიზაციების ქმედება უმთავრესად უკავშირდება სამყაროს სუბიექტურ ინტერპრეტაციას. Პოლიტიკური და სოციალური გარემოს აღქმა ფორმულირებულია რწმენებსა და დამოკიდებულებებზე დაყრდნობით. Თუ ტერორისტულ აქტებს განვიხილავთ წმინდა რელიგიურ კონტექსტში და ჩამოვაშორებთ ყოველგვარ პოლიტიკურ მიმართებას, ტერორისტული აქტები წარმოგვიჩნდება როგორც უტილიტარისტულ მორალზე აღმოცენებული ქმედება, რომლის ფარგლებშიც მონაწილენი ცდილობენ მიაღწიონ მაქსიმალურ საერთო კეთილდღეობას ღმერთის სახელით მოქმედების საფუძველზე. Მათი სამყაროსეული აღქმა დაიყვანება ღმერთისადმი მსახურების აღსრულებაზე, ანუ რომ ნებისმიერი ქმედებას აღსრურლებულს ღმერთის სახელზე, კაცობრიობსათვის უფრო მეტი კეთილდღეობა მოაქვს, ვიდრე ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის მიერ მონიჭებული დანაკარგია. Ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ აქტივიზმების მიერ ეს ძალადობრივი ქმედებები აღქმულია როგორც საბოლოო საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზება, მას სრულიად საზოგადოებისათვის შეიძლება უარყოფითი საერთო შედეგი ჰქონდეს. Რელიგიის სუბიექტურმა გავლენამ და მათმა შინაგანმა ბედნიერებს აღქმამ სრულიად დააშორა ისინი ობიექტურ რეალობას.
აქვე, შესაძლოა განვიხილოთ ის ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც რელიგიას ანიჭებენ პოლიტიკური იარაღის დატვირთვას. Ამგვარ მიმართულებას წარმოაგდგენს. Მასში ერთიანდება ნაციონალისტური-სეპარატისტული ტერორიზმი და ახალი მემარცხენეების სოციალისტური რევოლუციონერი ტერორისტები. ნაციონალისტური-სეპარატისტული ტერორიზმი ძირითადად ნაციონალიზმის იდეებითაა მართული, ესწრაფვის ავტონომიას და შეიძლება შეიცავდეს ძალადობას ემიგრანტების მიმართ ქვეყანაში. Ამ მიმართულების აქტივისტების მიერ აღქმული საერთო კეთილდღეობის იდეაც მეტად სუბიექტურია, უგულებელყოფს რა ის განსხვავებული ნაციონალობის მქონე ინდივიდებს და ავლენს შინაგან სუბიექტურ პრეფერენციებს. Მეორე მხრივ კი- ახალი მემარცხენეების სოციალისტური რევოლუციონერი ტერორისტები, რომლებიც გარეგანი ობიექტური საჭიროებების მიხედვით მოქმედებენ.
Საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ უტილიტარისტულ ეთიკურ სისტემათა მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თავდაპირველად დასმულ კითხვას (,,რამდენად წარმოაგდენს ადამიანური არსება უტყუარ საზომს საკუთარი ქმედებისა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა ინდივიდუალიზმმა მიზნის რეალიზებისას?”) პასუხი გაეცა და დადასტურდა, რომ ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მეტად დიდ გავლენას ახდენს საბოლოო კეთილდღეობის ფორმრებაში და შესაძლოა, გარკვეულმა ადამიანურმა ცდომილებებმა, უარყოფითი საზოგადოებრივი რეზულტატი გამოიღოს იმისდა დამოუკიდებლად, რომ მოტივი ქმედებისა კეთილშობილურია. Ამასთან, გამოიყო ოთხი მიმართულება, რომლებიც შეიძლება კომპასის ოთხ მიმართულებად აღვიქვათ: ბედნიერების სუბიექტური შინაგანი აღქმა, სიამოვნების ობიექტური შინაგანი აღქმა, გამოვლენილი სუბიექტური პრეფერენციები და ობიექტური საჭიროებები- მათზე მიკუთვნებამ თითოეული ტერორისტული მიმდინარეობისა, მეტად ნათლად აჩვენა ის გაღვევები, რომლებმაც განაპირობეს საბოლოო საზოგადო კეთილდღეობის შემცირება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.