"კანონი არის წესი, რომლის თანახმადაც განუყოფელი საზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც თითოეული ადამიანი და მისი საქმიანობა უსაფრთხო სფეროში ექცევა“ (ციტატა აღებულია ხოსე ორტეგა გარსიას ნაშრომიდან).
ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მეცამეტე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჯონ კორი კარტერმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „კანონი არ არის საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, გარედან დაწესებული ბრძანებები, არც ინდივიდუალური სუვერენის ან ზემდგომი პირის, არც სუვერენული ორგანოს მიერ, რომელთა წარმომადგენლებიც ქმნიან თავად საზოგადოებას. ის ყოველთვის არსებობდა, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც პირდაპირ ჩვევიდან და ჩვეულებიდან იღებს სათავეს, ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საზოგადოების ზრდა.“
აღსანიშნავია, რომ კანონები, რომლებზეც მე ვისაუბრებ, და დაწერილი კანონები იგივე ბრძანებები ერთ ლოგიკურ კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა ერთი ხელოვნურად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას (ძალიან ავიწროვებს ადამიანის თავისუფლად მოქმედების სფეროს), ხოლო მეორე ყალიბდება ადამიანის ქცევასთან ერთად სოციუმში მშვიდობიანი თანაცხოვრების მიზნით, მას არ ჰყავს პირი, რომელიც გამოსცემს და აქცევს კანონად.
ჩვენ ვარსებობთ სამყაროში, სადაც ჩვენი ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ჩვენივე მსგავსი სახეობისა და ბუნების მქონე არსებებთან, ადამიანებთან კონტაქტი.
საზოგადოებაში ადამიანის ცხოვრება შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდები ემორჩილებიან ცალკეულ ქცევის წესებს. ინტელექტის ზრდასთან ერთად, ეს წესები არაცნობიერი ჩვევებიდან გადაიქცა პირდაპირ, მკაფიო და გამოხატულ განცხადებებში და ამავე დროს, გახდა უფრო აბსტრაქტული და ზოგადი.
ინდივიდუალური სფეროების/საზღვრების ერთგვარი დელიმიტაცია წესებით ცხოველების საზოგადოებებშიც კი ჩანს. წესრიგის ხარისხი, რომელიც ხელს უშლის მათ ძალიან ხშირ ჩხუბებს ან საკვების ძებნაში ხელის შეშლას/ჩარევას და ა.შ. ხშირად, როდესაც ინდივიდი შორდება თავისი ბუნაგის/საცხოვრებელის საზღვრებს, ნაკლებად მზად არის საბრძოლველად. შედეგად, როდესაც ორი ინდივიდი შეხვდება ერთმანეთს სადმე შუალედურ ადგილას, ერთი მათგანი, როგორც წესი, ტოვებს ძალის რეალური გამოყენების გარეშე. ამრიგად, თითოეული ინდივიდის კუთვნილი მოქმედების სფერო განისაზღვრება არა კონკრეტული საზღვრის დემარკაციით, არამედ წესის დაცვით - შეიძლება ეს წესი „წესად“ არ იცოდეს ინდივიდმა, თუმცა მას თავის ქცევაში ავლენს და პატივს სცემს. ილუსტრაცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცავდეს თუნდაც ასეთი მარტივი ჩვევები ერთგვარ აბსტრაქციას: ისეთი ზოგადი პირობები, როგორიც არის სახლიდან დაშორება, განსაზღვრავს ნებისმიერი ინდივიდის რეაგირებას სხვასთან შეხვედრაზე. თუ ჩვენ შევეცდებით განვსაზღვროთ რომელიმე უფრო ჭეშმარიტი სოციალური ჩვევა, რომელიც საშუალებას აძლევს ცხოველებს ჯგუფურად იცხოვრონ, ბევრი მათგანის განცხადება მოგვიწევს აბსტრაქტული წესების თვალსაზრისით.
ზოგადად, ადამიანები მოქმედებდნენ აბსტრაქტული წესების შესაბამისად ამ გაგებით, მათ გაცხადებამდე ბევრად ადრე. ჩვენ ვხელმძღვანელობთ უამრავი აბსტრაქტული წესით, რომლებსაც ვემორჩილებით მათი ფორმულირების გარეშე.
თუმცა ის ფაქტი, რომ წესს ზოგადად ინდივიდი ემორჩილება მოქმედებაში, არ ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ არ უნდა იყოს სიტყვებით გადმოცემული და ფორმულირებული. ანუ აბსტრაქტულობის ხასიათი დაუწერლობაში არ გამოიხატება, არამედ გამოიხატება მის ზოგადობაში და ინდივიდის „ბუნებრივ“ ქცევაში ამა თუ იმ სიტუაციაში.
ზოგადი კანონებისა და სპეციფიკურ ბრძანებების მაგალითით განხილვა:
ერთი უკიდურესობა იქნება შემთხვევა, როდესაც მაგალითად ტომში ან ოჯახში სოციუმი მთლიანად ეყრდნობა/ემორჩილება კონკრეტულ ბრძანებებს. მის ქვეშევრდომებს საერთოდ არ აქვთ უფლება იმოქმედონ ბრძანებებისგან განსხვავებულად. თუ უფროსი თავის ხელქვეითთა ქმედებების ყველა დეტალს გაწერს, განსაზღვრავს, ისინი უბრალო იარაღები იქნებიან, საკუთარი ცოდნისა და განსჯის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე, და ყველა მათი ქმედება მართული იქნება უფროსის მიერ მისივე მიზნების განხორციელებისთვის. უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, თუ „უფროსი“ მხოლოდ ზოგად მითითებებს მისცემს გარკვეული სახის მოქმედებებზე და სხვა პირებს დაევალება დეტალების თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრა მათივე ცოდნის შესაბამისად. ასეთი ზოგადი ინსტრუქციები უკვე წარმოადგენს ერთგვარ წესებს და მათ ქვეშ მოქმედება ნაწილობრივ ხელმძღვანელობს „უფროსის ცოდნით“ და ნაწილობრივ მოქმედი პირების ცოდნით.
ბრძანების იდეალური ტიპი განსაზღვრავს განსახორციელებელ მოქმედებას და არ აძლევს შანსს ინდივიდს გამოიყენოს საკუთარი ცოდნა ან მიჰყვეს საკუთარ ინსტიქტებს. ამგვარი ბრძანებების შესაბამისად შესრულებული მოქმედება ემსახურება მხოლოდ მისი გამცემის მიერ გაცხადებულ კონკრეტულ და ვიწრო მიზნებს. ხოლო, „აბსტრაქტული“ კანონის იდეალური ტიპი მხოლოდ და მხოლოდ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილების მიმღები პირის, ანუ მოქმედი პირის მიერ.
როდესაც წესრიგის ელემენტები არიან ინტელექტის მქონე ადამიანები, რომლის წარმატებით გამოყენებაც სურთ მათ „ზემდგომ“ პირებს თავისი მიზნების მისაღწევად, მთავარი მოთხოვნა, მისი დამკვიდრებისთვის არის, რომ თითოეულმა იცოდეს რომელი გარემოებაა მის გარემოში, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს. არაპროგნოზირებადი ჩარევისგან დაცვის ეს საჭიროება ზოგჯერ წარმოჩენილია როგორც ”ბურჟუაზიული საზოგადოების” თავისებურება.
თუ ”ბურჟუაზიული საზოგადოება” არის ნაგულისხმევი საზოგადოება, რომელშიც თავისუფალი პირები თანამშრომლობენ შრომის დანაწილების პირობებში, ასეთი მოსაზრება წარმოაჩენს, რომ ურთიერთობების რეგულირებისთვის სოციუმში ადამიანებს შორის, საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობით სოციალური ღონისძიებები. ეს არის ინდივიდუალური თავისუფლების აუცილებელი პირობა და მისი უზრუნველყოფა კანონის მთავარი ფუნქციაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.