ადამიანები მოკვდავი არსებები ვართ, ეს აქსიომაა, რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენ ვარსებობთ დროის შეზღუდულ მონაკვეთში. მაგალითად მე 2001 წელს დავიბადე, არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გარდავიცვლები და ჩემი ხორციელი არსებობაც იმ დღეს შეწყდება. უცნაურია ალბათ ის რომ ეს ბლოგი სახელმწიფოს, თავისუფლებასა და კანონს ეთმობა მე კი საუბარი ჩემი არსებობით, სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილით დავიწყე. მაგრამ რეალურად ყველაფერლი ძალიან მარტივია, რადგან კანონის სუბიექტი მანამ ვარ სანამ ცოცხალი ვარ, შესაბამისად სახელმწიფოს ნაწილადაც სიცოცხლეში ვითვლები.
ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი ადამიანთა თანაარსებობას, როცა მათთვის ერთადერთი დაუწერელი კანონი სიკვდილი იყო, ომის მდგომარეობას უწოდებს. ამ დროს ინდივიდები არიან ერთმანეთის პირისპირ, რომლებსაც კონფლიქტის წარმოსაშობათ სამი ძირითადი ელემენტი გააჩნიათ. ესენია :
იმავე ავტორი ამბობს, რომ მშვიდი ცხოვრებისთვის დათმეს ადამიანებმა თავისუფლების ამგვარი ფარგლები და ლევიათანის, მოკვდავი ღმერთის, ხელით მიიღეს მშვიდობა. მე ვიზიარებ მის ამგვარ ახსნას სახელმწიფოებრიობის მიღების საკითხში, მაგრამ მგონია რომ ლევიათანის მეშვეობით არა სასურველი შედეგი, არამედ ახალი ომის მდგომარეობა მივიღეთ. არისტოტელე როცა გვესაუბრება სახელმწიფოს მოწყობის დემოკრატიულ ან ოლიგარქიულ წესწყობილებაზე ის საუბრობს ადამიანთა თანასწორობის დარღვევის გარდაუვალ მომენტებზე, რაც იწვევს აჯანყებებს. კერძოდ, ჰობსის მიერ მოყვანილ კონფლიქტის სამ ძირითად ელემენტზე ამახვილებს ყურადღებას:
შესაბამისად არისტოტელეს მიერ მოყვანილი არგუმენტები მიმყარებს აზრს, რომ ლევიათანი მშვიდობას ვერ დაამყარებს, ამისთვის საჭიროა სპეციალური მექანიზმი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პიროვნულ ნებაზე და იქნება საყოველთაო. ანუ ადამიანთა თანაარსებობის მომაწესრიგებლად საჭიროა შემოვიღოთ ქცევის ზოგადი წესი, რომელიც თითოეულს თანაბრად მიესადაგება და თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, სწორედ ისეთ, როგორიცაა კანონი. კანონი, რომელიც მიიღება დემოკრატიული გზით და რომელიც დაიცავს ყველა ინდივიდის უფლებას თანაბრად.
ომის მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ჩვენში მოჭარბებული შეჯიბრის, შიშისა და პატივმოყვარეობის გრძნობების სწორი მართვა უნდა ვისწავლოთ და თითოეული ისე უნდა გამოვავლინოთ, რომ სხვა არ დავაზიანოთ. ამისთვის კი კანონია საჭირო, რომელიც გვაჩვენებს გზას როგორ მივაღწიოთ მიზანს ისე რომ საერთო კეთილდღეობა არ დავაზიანოთ.
რაც შეეხება თავისუფლებას, თუ თავისუფლება კანონიერების ფარგლებშია მოქცეული ითვლება კი თავისუფლებად? თუ თავის უფლებაა აკეთოს რაც თავად უნდა მაშინ რანაირად არსებობს კანონიერება ამ პირობებში? და თუ საერთოდ არსებობს თავისუფლება ის ყოფიერ სამყაროში როგორ არსებობს, რადგან აქ ხომ ყველაფერი წარმავალი და ლიმიტირებულია, თავისუფლება კი რომ არსებობდეს თავისუფლება თავისუფლების ფარგლებში უნდა იყოს და არა კონკრეტულ პერიოდში. ამიტომ ჩემი აზრით თავისუფლება არ არის მოთავსებული სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, სად არის და რა ფორმით არ ვიცი, თუმცა თუ ვინმე თვლით რომ თავისუფალი ადამიანი ხართ, მომილოცავს, რადგან ,,თავისუფლება გმირთა ხვედრიაო“.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.