ENG GEO

Search form

ადამიანი, როგორც კატეგორიული იმპერატივების მიზანი და არა საშუალება

დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომელიც იყენებს მკაცრად განსაზღვრულ წესებს, რათა განასხვავოს სწორი მცდარისგან. ეს თეორია ასოცირდება მეთვრამეტე საუკუნის მოაზროვნე იმანუელ კანტთან. კანტს ადამიანის ბუნებასთან პესიმისტური დამოკიდებულება ქონდა, მისი აზრით ადამიანები ორგანულად უზნეობისკენ ვართ მიდრეკილები. სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა მას მაშინდელ კონსერვატიულ საზოგადოებაში რელიგიური ავტორიტეტი ჩაენაცვლებინა ადამიანის გონითი პრიმატით. ამ იდეით შთაგონებულმა შექმნა „კატეგორიული იმპერატივი“. კანტის რწმენით ჩვენი ეთიკური ქცევები უნდა ემყარებოდეს ისეთ განყენებულ მცნებებს, როგორიცაა: არ იპარო, არა კაც კლა, არ მოიტყუო, არ უღალატო და ა.შ. შესაბამისად ნებისმიერი ქმედება მორალურად გამართლებულია, თუ ის ჰარმონიზებულია კანტიანურ “კატეგორიულ იმპერატივებთან”. კონსეკვენციალიზმისგან განსხვავებით, რომელიც ქმედებას მისი შედეგით განსაზღვრავს, აქ ქცევა განპირობებულია გარკვეულ უნივერსალურ კანონებთან პირდაპირი ვალდებულებით და არა ჩვენი სიმპათიებით, გრძნობებითა თუ ანტიპათიებით, შესაბამისად „კატეგორიული იმპერატივები“ ერთისმხრივ წააგავს ათ მცნებას, რომელიც ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე მის მორჩილებას მოითხოვს, თუმცა ერთი განსხვავებით კანონებს კანტთან საფუძვლად ადამიანური გონი უდევს.

კატეგორიული იმპერატივებს სამი ძირითადი ფორმულირება არსებობს, მათგან მეორე ფორმულაცია ამბობს: „so act that you use humanity, in your own person as well as in the person of any other, always at the same time as an end, never merely as a means.”, რაც გულისხმობს, რომ ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს სხვა, როგორც რაიმეს მიღწევის საშუალება, რადგან ეს ეწინააღმდეგება, როგორც რაციონალური აგენტების (rational agent) ურთიერთქმედების ეთიკას, ისე პირველ და მეორე ფორმულაციებს. მაგალითად, როდესაც მე ვიყენებ ამ შემთხვევაში ლეპტოპს, ვხედავ მასში მხოლოდ საშუალებას, სარგებელს. მას ვიყენებ, წერისთვის, სწავლისთვის, კითხვისთვის მაგრამ საკმარისია მან თავისი ფუნქცია დაკარგოს ის აღარავის დასჭირდება და ეს ნორმალურიცაა, მაგრამ არა ადამიანებთან მიმართებით. კანტის თეორია ადამიანების ღირსების პატივისცემას გულისხმობს, ადამიანებში სიტყვის თავისუფლება განპირობებულია არა აღზრდით, განათლებით, რასით ან გენდერით, არამედ თავად ადამიანობით, რასაც კანტი რაციონალურ აგენტს უწოდებს. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, ვთქვათ ჩემთან მოვიდა მეგობარი, რომელმაც ფული მთხოვა მედიკამენტებისთვის, მაგრამ მას შემდეგ რაც მე მას დავეხმარე, წავიდა და ის ფული კაზინოში დახარჯა. ამ შემთხვევაში მე მან გამომიყენა, გამომიყენა, როგორც საგანი. ამ შემთხვევაში ჩემმა მეგობარმა დაარღვია კატეგორიული იმპერატივი, რაც ადამიანებს ტყუილზე უარის თქმისკენ მიუთითებს. გარდა ამისა ეს ქმედება ეწინააღმდეგება „კატეგორიული იმპერატივების“ პირველ ფორმულაციასაც (...act only according to that maxim through which you can at the same time will that it become a universal law.), რაც ჩვენი ქმედების უნივერსალიზაციას გულისხმობს.

ასე რომ კანტი ამ თეორიით შეეცადა გაეგრძელებინა ერთგვარი ქრისტიანული პასაჟი, რაც უმაღლეს ღირებულებად, უმაღლეს მიზნად ადამიანს ისახავდა. მიუხედავად იმისა, რომ კანტი ცდილობდა ზებუნებრივი ძალის ადამიანის გონით, მისი შინაგანი ხმით ჩანაცვლებას მის ნააზრევს გარკვეულწილად  მაინც დაჰკრავს ბიბლიის იდეოლოგიური ენა. განსაკუთრებით კარად ჩანს ქრისტიანული ნარატივები კანტისეულ „კატეგორიული იმპერატივების“ ფორმულირებისას, როცა მისი ფუნდამენტურ იდეა შემდეგნაირადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს, მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.