ENG GEO

Search form

კანტიანური ეთიკის ფიქციური ტრანსლიტერაცია

დეივიდ ჰერბერტ ლორენსს გაერკვია, ხელოვნების უზემოესი დავალება ადამიანსა და მის გარემომცველ სამყაროს შორის კავშირთა დგენაა დავიწროებული, აწმყო ყოფისათვის; ლორენსის არითმეტიკა კი ლიტერატურის ფიგურატიულობის შესახებ გამართულია სოკრატეს კონცეფციით - <<ჩვენ არ ვმსჯელობთ მცირე მატერიათა საგანზე, არამედ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ>>.

ოთხმოცდაათი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საქართველოს ასპირანტთა კავშირის ინიციატივით გამართულ ლექციათა კურსებზე, მერაბ მამარდაშვილის მსჯელობისას ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, ეთიკისა თუ ესთეტიკის, ისტორიისა თუ სოციალური ფილოსოფიის, კულტურფილოსოფიისა და ანთროპოლოგიური ფილოსოფიის შესახებ თქმულა:

 

კანტი ამბობდა - და მას ჩვენი ცნობიერი სოცოცხლის სწორედ ეს თვისება ჰქონდა მხედველობაში, - რომ ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ან ყველაზე დიდი სრულყოფილებაა <<სული, გრძნობებით აღსავსე>>.

 

ადამიანის შესახებ, მამარდაშვილი ურთავს:

 

ამასთანაა დაკავშირებული პროტაგორას ცნობილი ფილოსოფიური აქსიომა, რომლის მიხედვითაც ადამიანი არის ზომა ან საზომი ყოველი არსებულისა, თუ რამდენად არსებობს, და არარსებულისა, თუ რამდენად არ არსებობს.

 

Მაშასადამე, გამომდინარეობს დანასკვი:

 

Შინაგანი ადამიანი უნივერსალურია, იმიტომ რომ უნივერსალურია ადამიანის როგორც ხდომილების, პროცედურა და სტრუქტურა. Ადამიანი არასდროს არ არის, არ იყო და არც იქნება; იგი არის მხოლოდ თავისავე შექმნაში, თავისი არსებობის ხდომილებაში.

 

დეონტოლოგიას - Მოძღვრებას სინდისის სიფაქიზესა და საზოგადოდ, ადამიანის ზნეობრივი შინაარსის შესახებ სჭირდება საფუძველი ნდომისა; დეონტური ყოფაქცევის ანალიზიც ასაბუთებს მეტა-კლაკნილებს გონისა და ნებელობის აბსოლუტურობის შესახებ;

 

But that which constitutes the condition under which alone something can be an end in itself has not merely a relative worth, that is, a price, but an inner worth, that is, dignity. Now, morality is the condition under which a rational being can be an end in itself, since only through this is it possible to be a lawgiving member in the kingdom of ends. Hence morality, and humanity insofar as it is capable of morality, is that which alone has dignity. (GMS, AA 06: 435).

კანტის იმპერატორი თვალსაჩინოდ უახლოვდება ჯოზეფ კონრადის ‘წყვდიადის გულის” პასაჟს, რომელშიც ჩარლზ მარლო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ცივილიზაციით დაქანცული უჩვეულო ამაოებისაკენ, სიცარიელისა და ბოროტებისაკენ, წყვდიადისაკენ, ძარცვისა და სამყაროს საწყისებისაკენ მსწრაფლი დასნებოვნებულ ცისფერსაყელოიანს ორცხობილას გაუწოდებს იმ დღის წესრიგის გათვალისწინებით, რომელშიც დაქირავებული მუშები დამსაქმებელთათვის გამოსადეგნი არიან იმდენად, რამდენადაც აუცილებელნი არიან ამა თუ იმ სამუშაოთა შესასრულებლად.

Skill and diligence in work have a market price; wit, lively imagination and humour have a fancy price; on the other hand, fidelity in promises and benevolence from basic principles (not from instinct) have an inner worth.

Სჩანს, საკითხი დგება შემდეგნაირად: ვართ ემპათიურნი დასნებოვნებულ სუბორდინატთა მიმართ? ან კი, მზად ვართ, კირთებით გამოწვეული ავადობა იმპერიალისტთა მიერ კონტრაქტით გაწერილ სამუშაო პირობებთან მიმართებით ნაკლებ რეზისტენტობას მივაწეროთ? Რას ვფიქქრობთ დამსაქმებელთა უგულისყურობის შესახებ? Არის კი მარლოს იოტისოდენი თავაზიანობა რიგიანი დასნებოვნებულის გამოსაჯანმრთელებლად/გაკაჟებისათვის?

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.