განმანათლებლობამდე, სანამ ევროპული ფილოსოფია განვითარდებოდა, საზოგადოებას მიაჩნდა, რომსახელმწიფოს მმართველებს უფლებამოსილებები ღვთის ნებით ჰქონდათ მინიჭებული. რელიგიურ საზოგადოებაკი ეჭვქვეშ არ აყენებდა ძალაუფლების ასეთ გამართლებას. სწორედ განმანათლებლობის დროს იქმნებასოციალური კონტრაქტსი თეორია, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს იმისას, თუ რატომდა რის საფუძველზე იქმნება ხელისუფლება.
სოცუალური კონტრაქტის თეორიისმიზანია, ახსნას თუ რა კავშირი არსებობსხალხსა და მმართველ ძალას შორის. ამთეორიის თანახმად მმართველობის უფლებასწორედ ხალხისგან გამომდინარეობს. ესუფლება იმის საფუძვლად გადაეცამთავრობას, რომ ხალხმა დაცულად დაუსაფრთხოდ იგრძნოს თავი. შესაბამისად, საზოგადოების შეთანხმება სწორედ იმაშიმდგომარეობს, რომ მისი წევრებითვითნებურად თმობენ გარკვეულთავისუფლებებს და გადასცემენ მასმთავრობას, რომელიც გარკვეულისიკეთეების დაცვის ყველაზე ეფექტურისაშუალებაა.
გარდა ამისა, სოციალური კონტრაქტის თეორია ამახვილებს ყურადღებას ისეთ დილემაზე, თუ რამდენად არისსაჭირო და აუცილებელი საკუთარი თავსიუფლების შეზღუდვა და მისი დათმობა მმართველი ძალისთვისუსაფრთხოების სანაცვლოდ.
ინგლისელი ფილოსოგოსი თომას ჰობსი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ბუნება არსებითად დესტრუქციულია და თუყველას სრული თავისუფლება ექნება გადაწყვეტილებების მიღებაში, მაშინ შედეგად მივიღებთ ძალადობას დაქაოსს. ჰობსის ,,ლევიათანში’’ აღწერილია ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა, სადაც ადამიანები ომისმდგომარეობაში იმყოფებიან და სადაც განვითარების შანსი არ არსებობს. ამ შემთხვევაში ხალხი მუდმივად შიშის დაძალადობრივი სიკვდილის საფრთხის ქვეშ არის. ომის მდგომარეობაში ადამიანის ცხოვრება ხანმოკლე, სასტიკი დაუსიამოვნოა. სწორედ ამიტომ ჰობსის გადმოსახედიდან უნდა არსბეობდეს ძლიერი ავტორიტეტული ფიგურა. ამგადმოსახედიდან ადამიანის მიერ თავისუფლების დათმობას და სხვის ხელში გადაცემას ის გამართლება აქვს, რომთუ ხალხი სრულ თვაისუფლებას შეინარჩუნებს ომის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ადამიანებსურჩევნიათ ნებაყოფლობით დათმონ თავისუფლებები უსაფრთხოების და მშვიდობის სანაცვლოდ.
ჯონ ლოკს ჰობსისგან განსხვავებით მიაჩნდა, რომ ადამიანები იბადებიან მრისხანების, დესტრუქციულიტენდენციების გარეშე (Tabula Rasa). შესაბამისად, საზოგადოების წევრებს აქვთ არა ერთმანეთისთვის ზიანისმიყენების, არამედ განვითარებისკენ მიდრეკილება. ისინი ვითარდებიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთლიან საზოგადოებასაც ავითრებენ. სწორედ ამიტომ, ჯონ ლოკის გადმოსახედიდან აუცილებელი რაც შეიძლება მეტითავისუფლება. სწორედ ამიტომ, ის ვიწრო ძალაუფლება, რაც ჯონ ლოკის მოსაზრებით მმართველ ძალას უნდაგადასცემოდა იყო საჭირო ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დასაცავად. ამ შემთხვევაშიცთავისუფლებების დათმობა ხდება ნებაყოფლობით თავისუფალი, თანასწორი და დამოუკიდებელი ადამიანებისმიერ ,,შეთანხმების’’ საფუძველზე, რათა მათ შეძლონ კომფორტულად, დაცულად და მშვიდობიანად თანაცხოვრება. ლოკი ძირითადად წარმომადგენლობით დემოკრატიას ემხრობა, რომლის თანახმად ხალხი ირჩევსწარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა კანონების შექმნისა და აღსრულების უფლებამოსილება. მეტიც, თუ ხალხიშეამჩნევს, რომ ხელისუფლება მათი ინტერესების შესაბამისად აღარ მოქმედებს, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ იმისუფლება და შესაძლებლობა, რომ დაუპირისპირდნენ და ძალაუფლება წაართვან ასეთ მმართველს.
კიდევ ერთ საინტერესო პოზიციას სოციალურ კონტრაქტთნ მიმართებით წარმოდგენილია ჟან-ჟაკ რუსოს პოზიციაში. მისი მოსაზრებით ადამიანები იბადებიან თავისუფლები, თუმცა მაინც მუდმივად ბორკილებით უწევთცხოვრება. მისი გადმოსახედიდან კანონები უნდა იქმნებოდეს პირდაპირ საზოგადოების მიერ მათი ზოგადი ნებისსაფუძველზე, რადგან ინდივიდუალური გადაწყვეტილებები არა სანდო და შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს ხალხისთვის.
ამრიგად, სხვადასხვა ფილოსოფოსები განსხვავებულად აღიქვამენ სოციალური კონტრაქტის ფორმირებასაც დამმართველი ძალიას უფლებამოსილებების ფარგლებსაც. მაშინ, როცა თომას ჰობსი ადამიანის ბუნებრივმდგომარეობას უარყოფიდთად აღიქვამს და ამის თავიდან ასაცილებლად ძლიერი ავტორიტეტული ფიგურისარსებობას აუცილებლად მიიჩნევს, ჯონ ლოკი პირიქით ადამიანების მეტ თავისუფლებას ანიჭებს უპირატესობას დამიიჩნევს, რომ მმართველი ძალა მხოლოდ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დასაცავად უნდაარსებობდეს. ჟან-ჟაკ რუსოს გადმოსახედიდან კი აუცილებელია ინდივიდებმა დათმონ ინდივიდუალური ინტერესებისაერთო ნების და თანასწორობის დასაცავად. ინდივიდების გადაწყვეტილება არ არის ყოველთვის სანდო დაგამოსადეგი საერთო კეთილდღეობისთვის, რის გამოც აუციებელია ერთსულოვნად მოხდეს გადაწყვეტილებებისმიღება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.