ENG GEO

Search form

სახელმწიფო მებრძვის?!

სახელმწიფოს ცნება ლოგიკურად გააზრებული უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, ალბათ, უეჭველად დამეთანხმებით.

ქვეყანა ეს არ არის მხოლოდ გარკვეული ტერიტორიული სუვერენიტეტისა მქონე მიწა, სახელმწიფო შედგება ადამიანებისგან, უფლებამოსილებებისა და ურთიერთკავშირისგან. ძალიან ხშირად და ეს ნორმალურიცაა, ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ დედა სამშობლო დაიცავს, დაეხმარება და უზრუნველყოფს მას- სახელმწიფოც იმიტომ შეიქმნა, რომ თავისი მოქალაქეები დაცულები ყოფილიყვნენ- იქნება ეს კანონის ძალით თუ ნებისმიერი ,,იარაღით." 

სახელმწიფოებს რეალურად აქვთ სამართლებრივი ვალდებულება დაიცვან, ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ინდივიდის სოციალური უფლებები ისე, რომ მათ შეძლონ ნებისმიერი ღირებულების რეალიზაცია; სახელმწიფო მომსახურებას უწევს მოქალაქეებს და მთელ რიგ შეღავათებსაც უკეთებს მათ. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც, რომ სახელმწიფო ბოროტად სარგებლობს თავისი პრივილეგიით ან/და ეს ასე ჩანს, ნებისმიერ ქვეყანაში ყოფილა ვითარებები, როდესაც გაჩენილა მოქალაქეების დაჩაგვრის ეჭვი, ზოგჯერ ამას სახელმწიფო კანონების მეშვეობით ახორციელებს, ასევე ხშირია ადამიანთა ,,ჩაგვრა" ზედმეტად ბევრი ინსტიტუციის შექმნით ქვეყნის შიგნით, დღესაც, ყოველდღიურად შეგვიძლია დავინახოთ თითქოს ჩვენი უფლებების შეზღუდვა სახელმწიფოს მრიდან; რა ვუშველოთ ამას?! ერთადერთი გამოსავალია- სახელი დავარქვათ ყველაფერს!

პირველ რიგში, ცნობისთვის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ადამიანის დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან- არსებობს ადამიანის ,,კვალიფიციური" უფლებები და მათი შეზღუდვა შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან სხვა ადამიანების უფლებათა დასაცავად. ამას სახელმწიფო აყენებს უპირველესა და თავის ჩარევას აფასებს, როგორც საზოგადოების ინტერესების გატარების პროცედურას. ასეა ეს! ადამიანმა შეიძება თავისი თავისუფალი განვითარების უფლება განმარტოს იმგვარად, რომ თქვას ამ უფლებით შემიძლია სხვა ადამიანი დავასახიჩრო, მაგრამ ამ პირს ამის საშუალება რომ მივცეთ,მართლა შევეწინააღმდეგებით საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს. ესე იგი-კვალიფიციური უფლებების შეზღუდვა ძირითადად ხდება დანაშაულის პრევენციის მიზნით- იგივე კლასიფიკაციას მიეკუთვნება გამოხატვის უფლების შეზღუდვაც, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ღმად დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მათ ებრძვის და ჩაგრავს.  რეალურად კი სახელმწიფო და ადამიანი ორმაგად არიან გადაჯაჭვულები, ორივე ერთმანეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშვიდობიანი და ეფექტური თანამშრომლობა კი ჰარმონიის საწინდარია. მოკლედ, ინდივიდი თუ თავისი გამოხატვის უფლებით აფრქვევს, დისკრიმინაციულ და  სიძულვილის ენით გაჟღენთილ იდეებს- სახელმწიფომ ის უნდა შეზღუდოს ჩვენს დასაცავად.

ყველაზე დიდი კამათი, რაც ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში იყო, ესაა არჩევნებში მონაწილეობის უფლების აკრძალვა- მონაწილეობა არ შეუძლიათ მხარდაჭერის მიმღებ პირებსა და  მსჯავრდებულებს. პირველ შემთხვევაში შორი შეფასებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანებს გონებრივი შესაძლებლობების გამო ართმევენ ხმის მიცემის საშუალებას. ხომ არ არის ეს სახელმწიფოების მიერ ამგვარი პირების დისკრიმინაცია? ისინი ჩვენგან არ უნდა განვასხვავოთ, როგორც არსებითად სხვანაირები- ეს დისკრიმინაციაა; მაგრამ გონივრულ ჭრილში საკითხი ასე დგას: მხარდაჭერის მიმღებ პირებს ყველა სამართლებრივ სისტემაში ეკრძალებათ მნიშვნელოვანი გარიგებების, გადაწყვეტილებების მიღება მხარდამჭერის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს უნიშნავს მხარდამჭერებს, რომლებიც მათ მაგივრად აფასებენ სერიოზულ ვითარებებს და მხარდაჭერის მიმღების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, გამოდის,რ რომ მათი უფლებით მეორე პირი ისარგებლებს და მოხდება უფლების მისაკუთრება, არ შეიძლება შეზღუდული უფლებით ორჯერ ან მეტჯერ ისარგებლოს ერთმა ინდივიდმა, ეს აჩენს ქაოსის რისკებს.

რაც შეეხება მსჯავრდებულებს, სამყაროს გამორჩეულად განვითარებულ ქვეყნებშიც საკითხი საეჭვოდაა დარეგულირებული. შევხედოთ საერთო ჭრილში;შეიძლება ინდივიდმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს რა კავშირშია არჩევნებთან, სახელმწიფო სჯის ადამიანს, სვამს ციხეში, მაგრამ რატო ართმევს უფლებებს?!

რეალურად, ყველა ქვეყანა, სადაც ამგვარი წესი მოქმედებს, არჩევნებშ მონაწილეობის აკრძალვას მიიჩნევს, როგორც დამატებით სასჯელს- ბრიტანელები ამბობენ, როცა პირი დანასაულს ჩადის, მან უკვე იცის, რომ თუ გამოიჭრეს გაასამართლებენ და აუკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას- ამიტომ გაფრთხილებასავით ჟღერს, არ ჩაიდინო მართლწინააღმდეგობა შენივე უფლების დასაცავად.

საქართველოში, სხვათაშორის, კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს საკითხს და ამბობს, არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს პირს, რომელიც გასამართლებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის- ჩვენი მოწესრიგება, უფრო მოქნილი ჩანს, მაგრამ თუ დაფიქრდები, თითქოს მეტად ხისტად ეწინააღმდეგება სახელმწიფო ადამიანს და გამოარჩევს მას, თუმცა მიზანი მაინც ერთია, უზრუნველყოს საზოგადოების დაცვა. 

ამერიკის კონსტიტუციაც უშვებს პატიმრებისთვის ამ უფლების შეზღუდვას, ისინი ამ წესს კონსტიტუციის მე-14 შესწორების ჭრილშიც განიხილავენ, უფლება ამერიკის მოქალაქეებს ეზღუდებათ მაშინ, თუ არ არის რასობრივი ან სხვა ნიშნის დისკრიმინაცია- ე.ი ორმაგად მოქმედებს,თეორიაზე დაკვირვებით სახელმწიფო ამ შეზღუდვბებისთვის გამამართლებელ გარანტს და მიზეზს ყოველთვის პოულობს, ამიტომ გამოსავალი მდგომარეობს, საკუთარი და სახელმწიფოს უფლებების კარგად გაანალიზებაში, რადგან ურთიერთწინაღობის შემთხვევაში ბალანსი და საზოგადო სიკეთე მუდმივად დაცული იყოს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.