ყოველი სახელმწიფოს დაყოფა და მოწესრიგება, რაღაცით მუდამ განსხვავდება, თუმცა ასევე ემსგავსება ერთმანეთს. სოციუმში მუდამ არსებობს ადამიანთა წრე, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას იმისათვის რასაც აკეთებს, ან იმისათვის რასაც აკეთებს არასწორად და ამას პატრიოტიზმად მიიჩნევს. სხვა შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებას სხვა გზით გამოხატავენ. სხვადასხვა დაპირისპირებული და შეუთავსებელი შეხედულებები არსებობს ერთსა და იმავე საზოგადოებაში, ან მეტოქე ჯგუფებში, რომლებიც განსხვავდებიან საკვანძო მორალურ საკითხებზე მოსაზრებებით, ან ერთსა და იმავე პიროვნებებში, რომლებიც საკუთარ თავსვე ეწინააღმდეგებიან მორალური დილემების გადაჭრის გზებზე. ფილოსოფოსთა მოძღვრების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას კი სწორედ ის წარმოადგენს, რომ მკაფიოდ წარმოაჩინონ ის, რაც სხვებისათვის დავის საკითხს წარმოადგენს. საკმაოდ ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი უთანხმოებაა პატრიოტიზმის შესახებ. შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ პატრიოტიზმის შესახებ არსებობს მხოლოდ ორი მკაფიო, მარტივი და ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენა, მაგრამ მაინც შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებათა სპექტრი შეიძლება განთავსდეს ორ პოლუსზე. ერთ პოლუსს წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნის თითქმის ყველასთვის ნაცნობი მოსაზრება, რომ პატრიოტიზმი მორალურობას მოიაზრებს. მეორე პოლუსზე კი არის კონტრასტული მოსაზრება, გამოხატული ზოგჯერ შოკისმომგვრელი სიცხადით მეცხრამეტე სამოციან წლებში, რომ პატრიოტიზმი მოიაზრებს ამორალურობას. ცალსახად შეცდომა იქნება ის, რომ ერთი აზრი მეორეთი ჩავანაცვლოთ ანდაც ერთი აზრის მორწმუნეს მეორე დავაჯეროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა ორივე მოსაზრებას გააჩნია საფუძველი, თუ რატომ არსებობს და რას ემსახურება. შესაბამისად, შესაძლო იქნება ორივე იდეის განხილვა და ერთმანეთისგან გამიჯვნა. ნებისმიერი ასეთი გამიჯვნისათვის საჭიროა უშუალოდ პატრიოტიზმის სწორად აღქმა და გააზრება. შეგვიძლია აშკარად გამოვყოთ ამ ცნების ორი ასპექტი: პირველი, ჯერ არსებობს კონკრეტული იდეალი და არა ერი, რომელიც ყურადღების ძირითადი ობიექტსა და სამიზნეს წარმოადგენს, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნული იდეალისადმი პატივისცემა საფუძვლად უდევს ქვეყნის ერთგულებას, ის ყველას საფუძველს აძლევს, დაუჭიროს მხარი თავისი ქვეყნის საქმეს, მიუხედავად მათი ეროვნებისა და მოქალაქეობისა. ამ მოსაზრებას ვუპირისპირებთ იდეას, რომლის მიხედვითაც პატრიოტიზმი განისაზღვრება ერთგულების გათვალისწინებით კონკრეტული ერის მიმართ, რომლის გამოხატვაც მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ამ ერის ნაწილს წარმოადგენს. მაგალითისათვის, მხოლოდ ქართველს შეუძლია იყოს პატრიოტი საქართველოსათვის. ეს მოსაზრება აბსურდულად ჟღერს, ვინაიდან ადამიანს მისივე დაბადების ადგილის განსაზღვრა არ ძალუძს, თუმცა შესაძლოა საკუთარი თავი განსხვავებულ ცივილიზაციაში, განსხვავებული ქვეყანაში იპოვოს, იყოს ამ ქვეყნისადმი კეთილგანწყობილი და რთულ მდგომარეობაში იბრძოლოს მისთვის. პატრიოტიზმს სწორედ ეს წარმოადგენს, მორალურად „სწორ“ გადაწყვეტილებას, რომ თავს მიიჩნევდე იმ ქვეყნის პატრიოტად, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს. ეს მოსაზრება ზემოთ მოხსენიებული ორი პოლუსის ერთ ნაწილს წარმოადგენს. ამ მოსაზრებას რადიკალურად ეწინააღმდეგება, თუმცა საკმაოდ ხშირია საკუთარი კონკრეტული ერისადმი უგუნური ლოიალობა, რომელსაც საერთოდ არ აქვს საერთო არც პატრიოტიზმთან და არც კონკრეტული ერის, თუ რაიმე იდეალის პატივისცემასთან. ამ შემთხვევაში ცხადია, პატრიოტიზმი რომ მოიაზრებს ამორალურობას, ვინაიდან ამ დროს უშუალოდ სიტყვის მნიშვნელობასაც კი აზრი ეკარგება. პატრიოტიზმი არ შეიძლება წარმოდგინდეს დროებით მდგომარეობად. როდესაც ადამიანი აღიქვამს გარემო ფაქტორებს და აანალიზებს სიყვარულს საკუთარი ქვეყნისადმი, არ შეიძლება ერთ დღეს საპირისპირო გადაწყვიტო, თუმცა, რა თქმა უნდა, მოსაზრებისა და გრძნობების ცვლილება მუდმივად მიმდინარეობს. მთავარ კითხვას წარმოადგენს: რა დამოკიდებულებაა პატრიოტიზმსა და იმ ერზე ზრუნვას შორის, რომლისგანაც სარგებელს მოელი? პატრიოტიზმი არ უნდა მომდინარეობდეს მადლიერებიდან ან რაიმე ერთი კონკრეტული სიტუაციიდან, რომლიდანაც სარგებელს იღებ. სარგებლის მიღება დროებითი შეიძლება რომ აღმოჩნდეს, თუმცა როგორც ქორწინების შემთხვევაში, ერთი ადამიანი იღებს მეორეს, საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებებთ და არა მხოლოდ სარგებლის მისაღებად, ასევე უნდა ხდებოდეს პატრიოტიზმის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტ იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენთ, თუ როგორი უნდა იყოს ანდაც როგორი არა, მაინც უნდა აღინიშნებოდეს ზოგადი მახასიათებლები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პატრიოტიზმი არა ქვეყნისადმი კეთილგანწყობას, არამედ სარგებლის ნახვას გულისხმობს.
შესაბამისად, კითხვას გადაჭრით ვერ გავცემთ პასუხის, ვინაიდან პატრიოტიზმი შესაძლოა მოიაზრებდეს როგორც მორალურობას, ასევე ამორალურობას და პირიქით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.