არაერთი მკვლევარი, მეცნიერი, ცნობილი მოაზროვნე და სხვა წერს და მსჯელობს სახელმწიფოს მნიშვნელობაზე. ზოგადად, ადამიანები პოლიტიკური სუბიექტები ვართ, როგორც არისტოტელე იტყოდა „პოლიტიკური ცხოველები“ და სხვა რა უკეთესი გამოვლინებაა ამისა ვიდრე ის, რომ სახელმწიფოებს ვქმნით და მათში ვცხოვრობთ. სახელმწიფოს ტიპი არაერთია და ისტორიის განმავლობაში ვითარდებოდა და ვითარდებოდა.
ბიბლიის თანახმად, პირველი ქალაქი შექმნა კაენმა. მოგეხსენებათ, რომ ანტიკურ პერიოდში ძირითადად არსებობდნენ ქალაქ-სახელმწიფოები. ამრიგად, „დედამიწის ქალაქი“( ნეტარი აუგუსტინე უწოდებს ეგრე) შეიძლება განვიხილოთ პროტო-სახელმწიფოდ. რატომ არის საინტერესო კაენის ქალაქი? დაბადების წიგნის მიხედვით კაენი აბელის მკვლელობის შემდეგ ცდილობს აღარ დაენახოს მამა ღმერთს, და მისგან დასამალად აშენებს პირველ ქალაქს და ნეტარი აუგისტინე წერს, რომ ქალაქის მნიშვნელობა ონტოლოგიურად უკავშირდება დანაშაულს, კერძოდ უმძიმეს ცოდვას—მკვლელობას. იგი პარალელად იხსენებს რომის დაარსების ლეგენდას, თუ როგორ მოკლა რომულუსმა საკუთარი ღვიძლი ძმა რემუსი ქალაქის ერთპიროვნული მართვისთვის. ნეტარი უფრო მეტად ამყარებს საკუთარ მოსაზრებას ბოლო მაგალითით, განსაკუთრებულად თან, რადგან პირველი ისტორიისგან განსხვავებით აქ ქალაქი/რესპუბლიკაა დიდი ცოდვის მიზეზი და მასზე ძალაუფლების წყურვილმა დაუბნელა გონება რომულუსს.
ესე იგი გამოდის, რომ არქეტიპში ჩვენ ქვეცნობიერში ქალაქი, ცივილიზაცია, სახელმწიფო უკავშირდება სისხლის ღვრას? დანაშაულსა და ჭეშმარიტებისგან დამალვას? ნუთუ პარადოქსული არ არის, როდესაც ჰობსი და ლოკი, ორი გიგანტი მოაზროვნე სახელმწიფოს წარმოშობის თემასათან დაკავშირებით, ირწმუნებიან რომ ლევიათანი შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ აღკვეცილიყო ყველაფერი ზემოხსნებული ანუ ომი ადამიანთა შორის.
საინტერესო იქნებოდა ასევე თომა აქვინელის პოზიცია ამ დისკურსში. მისი ბუნებითი სამართის თეორიის მიხედვით ღვთაებრივ, მარადიულ და ბუნებითი კანონის გვერდით ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კანონი, რომელიც გულისხმობს ადამიანურ ადათებს, წესებს და დაწერილ რეგულაციებსა თუ ნორმებს(კონსტიტუცია და სხვა). ეჭვგარეშეა, რომ ესენი სახელმწიფოს ძლიერ დამახასიათებელი ნიშნებია და აქვინელი ვინაიდან, ბიბლიას ბუნებრივი კანონებისთვის დიდ მნიშვნელობა აქვს, და მისი მთელ თეორიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ამიტომ საფიქრებელია რა მოსაზრების იქნებოდა იგი „ქალაქის“ შესახებ.
საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ თუ არა კანონები, თუ არა ზედამხვედელები და „სამართიანობის მცველები“ არ იარსებებდა მისი დამრღვევები. ლაო ძის აქვს დაწერილი „დაო დე ძინში“, თუ არ განადიდებთ და დაიცავთ ძვირფას საგნებს, მათი ქურდებიც აღარ იქნებოდნენო. ამას აქვს ახსნა: ადამანიაები ხშირად წინასწარ იქმნიან წარმოდგენებს, რადგან იციან რა საკუთარი ავი ბუნება, სხვებისგანაც იმავეს ელიან, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქცევა ჯერ არ ენახათ. ეს მოლოდინები კი მერე არის ბიძგი მაგალითად მოპარვისა, მკვლელობის, ნებისმიერი კანონის დარღვევის. ისინი კონსიკვენციალიზმის მიხედვით არ მსჯელობენ, რაც ბევრად კარგი იქნებოდა. არა, მათი პრინციპია უსაფრთხოება გარანტირებული, ადამიანების მიმართ უნდობლობა და სიფრთხილე. კაენი სწორედ ეგრე არ იქცევა? ოღონდ საკუთარი თავის მიმართ, რადგან იცის, რა რომ ბოროტია, უნდა დაიმალოს, და რა არის ეს დამალვა სინამდვილეში? მართლა კედელს მიკრული ჩრდილში ხომ არ დგას? კაენი ემალება, უკეთესი სიტყვა იქნება კი, გამოეყოფა სწორედ თავისი კანონების შექმნით. იგი საკუთარ ცუდს, საკუთარ ცოდვას და ბოროტ არსს უწესებს ზღვრებს, უწესებს ბარიერებს და სწორედ ეგრე განსჯის მთელ კაცობრიობას და მთელი კაცობრიობა მერე საკუთარ თავს.
რატომ წერს ჰობსი, რომ ადამიანების ბუნებითი მდგომარეობა ომია? რატომ ასეთი უნდობლობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემდეგი ბლოგის თემა იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ აქაც ადამიანებისგა ბოროტების მოლოდინი ქმნის სახელმწიფოს, ქალას, პოლისს და ასე შემდეგ, მაგრამ პარადოქსულად, სწორედ ეს მოლოდინი, სწორედ ეს ცივილური სივრცე არის ბურთი და მოედანი მეტი ბოროტებისთვის, მეტი დანაშაულისთვის, მეტი უკანონობისთვის.
Augustine, Chapter 5. - Of the Fratricidal Act of the Founder of the Earthly City, and the Corresponding Crime of the Founder of Rome. (PDF 220-222)
https://drive.google.com/drive/u/0/folders/1iR7ZdWIZCOki3AdbDt9fsh35tPQKjMHO
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.