ადამიანი სოციალური ცხოველია, რომელშიც ოდითგანვე დევს ურთიერთობების, კომუნიკაციის სურვილი- ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია- ამის ისტორიული მტკიცებულებაც გვაქვს- ეტაპობრივად იმქნებოდა სხვადსხვა სახის კომუნა, როგორებიცაა პირველყოფილი ჯოგი, გვარი, თემი, ტომი, ტომთა კავშირი და საბოლოოდ, ხალხთა გაერთიანების უმაღლესი საფეხური- სახელმწიფო. ყოველივე ეს დასტურია,იმისა, რომ ადამიანებს უერთმანეთოდ არ შეუძლიათ.
სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად ადამიანს უყალიბდებოდა მორალური შეხედულებები, რომელიც დროთა განმავლობაში განივრცო და საერთო სახე მიიღო- ასე შეიქმნა რელიგიები, რომლებიც მთლიანად მორალურ დოგმებზეა დაფუძებული და კონკრეტული რელიგიის მიმდევრებიც უკლებლივ ყველაფერს იზიარებენ, ანუ მათ საერთო მსოფლმხედველობა გააჩნიათ. Ადამიანის გონებრივმა განვითარებამ ისინი ღირებულებებზეც დააფიქრა- აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინიც ემთხვეოდა- მაგალითად ისეთი ცნებები როგორებიცაა სიკეთე, სიყვარული, თავისუფლება ყველა ერში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს- მათ უძღვნიან მწერლები უკვდავ რომანებს, პოეტები კი ლექსებს. Სწორედ ასეთ საერთო ღირებეულებზე შეთანხმებით შეიქმნა სახელმწიფოები, სადაც ხალხმა გადაწყვიტა დაეცვა ყოველივე ეს და მშვიდობიანად თანაეცხოვრათ, თუმცა რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილის უკანასკნელ ღირებულებას- თავისუფლებას? Უზრუნველყოფს კი?
Უტილიტარისტული თეორიის მიხედვით, იმისთვის, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურ განვითარებას მიაღწიოს, უპირველეს ყოვლისა პირველ ადგილას უნდა დააყენოს არა ინდივიდუალური, არამედ საერთო კეთილდღეობა, ანუ უტილიტარისტებისთვის მთავარია შედეგი. Ერთ-ერთი ცნობილი უტილიტარისტი, ნიკოლო მაკიაველი მიიჩნევს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და სწორედ ამიტომ , კარგმა მმართველმა, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს მიზნისთვოს- თუკი საქმე ქვეყნის კეთილდღეობას ეხება და მისი ბედი მმართველის ქმედებაზეა დამოკიდებული, საჭიროებისამებრ, მას უნდა შეეძლოს ამორალური ქმედებების ჩადენაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მორალურ კანონებზე მიყოლა, შესაძლოა, ერისთვის სავალალო შედეგებით დამთვარდეს. გამოდის , რომ “კეთილი” მიზნის მისაღწევად ხანდახან ბოროტებაც უნდა ჩაიდინო- ბოროტებით კი სხვისი უფლებებლი და თავისუფლება ილახება- აი სად ვხვდებით წინაღობას- აქ ჩნდება მორალის დილემა. Სწორია კი, სხვისი გაწირვა თუნდაც საერთო მიზნისთვის? Იმანულ კანტი იტყოდა, რომ არა, ეს არასწორია. Კანტი დეონტოლოგიის მიმდევარი გახლდათ, ანუ იგი ფიქრობდა, რომ არსებობს სწორი და არასწორი, და რომ ყველა ადამიანმა, ვინაიდან მოაზროვნე არსებაა, იცის მათი ერთმანეთისგან გარჩევა. Ასე, რომ თუკი სასწორზე იდებოდა ერთი ადამიანის და ასი ადამიანის სიცოცხლე, არჩევნის გაკეთების აუცილებლობის შემთხვევაში კანტი არ მიანიჭებდა უპირატესობას ერთის სიკვდილს უმრავლესობის გადასარჩენად( საინტერესოა, რას იზამდა), უტულიტარისტი კი დაუფიქრებლად გაწირავდა იმ ერთს. მოვისურვებდით კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ჩვენი სიცოცხლის მნიშვნელობა რაოდენობებით განისაზღვრება? კარგი კითხვაა.
Ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით არსებობს ისეთი ღირებულებები და შეხედულებები, რომლებიც ადამიანს ბუნებისგან/ ღმერთისგან აქვს ბოძებული და ეს მათში ოდითგანვეა დაპროგრამებული- ერთ-ერთი ასეთი ღირებულება, სწორედაც, რომ თავისუფლებაა- ეს არის ის, რაც ყველა ადამიანის უფლებაა და რისი შეზღუდვაც არ შეიძლება, თუმცა ასეთმა აზროვნებამ შესაძლოა ფატალურ შედეგებამდეც მიგვიყვანოს- უსაზღვრო თავისუფლებას თავაშვებულობა და ქაოსი შეამოაქვს, რაც საზოგადოებისთის დამღუპველია, რადგან მთავარი, რაზეც საზოგადოება, შესაბამისად, სახელმწიფო დგას, ეს წესრიგია- ირღვევა წესრიგი, ირღვევა ქვეყნის საყრდენიც.
Სწორედ ასეთი ურთიერთიწააღმდეგობების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა კანონები- საერთო შეთანხმებები წესებზე, რამაც უნდა უზრუნველყოს ეს წესრიგი. კანონებზე მიყოლა, ავტომატურად ნიშნავს გარკვეულ თავისუფლებებზე უარის თქმას, თუმცა ეს ხდება იმიტომ , რომ ერთმანეთი დავიცვათ, ანუ გამოდის, რომ ერთმანეთის შესანარჩუნებლად საკუთარ სრულ თავისუფლებაზე უნდა ვთვქვათ უარი.
Პირადად ჩემთვის ეს მისაღებია- არ არსებობს არაფერი მუქთად, ყველაფერს თავისი ფასი აქვს- სიცოცხლის ფასი სიკვდილია, საზოგადოებაში ცხოვრების ფასი კი ურთიერთდათმობები, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ყველაზე რაციონალური საზოგადოებრივი გამოგონებაა, რაც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია, სადაც თავისუფალი ხარ იმდენად, რამდენადაც ადამიანს შეჰფერის, ვინაიდან და რადგანაც, მჯერა, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება.
Ანა მოწერელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.