GEOENG
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
ბიზნესის სკოლა (ESM)
სამართლის სკოლა
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საბაკალავრო
სამაგისტრო
სადოქტორო
პროფესიული განვითარების
24.06.2009: ნობელის პრემიის ლაურეატის, რობერტ მანდელის, ლექცია თავისუფალ უნივერსიტეტში

26 ივნისს, 16:00 სთ-ზე, თავისუფალ უნივერსიტეტში ლექცია ნობელის პრემიის ლაურეატმა, რობერტ ალექსანდერ მანდელმა წაიკითხა.

ლექციის ვიდეო ჩანაწერი  და პრეზენტაცია

მანდელი კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონიმიკის პროფესორია, ვანკუვერში დაამთავრა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი. 1956 წელს მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიიღო  დოქტორის ხარისხი. წარმატებით სწავლობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1999 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში. 1974 წელს მანდელი გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის პროფესორი. 2001 წლიდან ის ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკიუმაღლეს რანგს  - არის უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო მაკგილის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტებისა და  პოლ ნიტცეს სახელობის საერთაშორისო მეცნიერებების უმაღლესი სკოლის პროფესორი.

2002 წელს მანდელი გახდა კანადის ორდენოსანი - მას წოდება მიანიჭა დედოფალმა  გამორჩეული მოღვაწეობისათვის.

1970 წელს, როდესაც მანდელი იყო ვატერლოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა ნაშრომზე - მონეტარული დინამიკა და ვალუტის ოპტიმალური ფორმები. ამ ნაშრომმა მყარი ნიადაგი მოამზადა ევროს დამკვიდრებისათვის. სწორედ, ამ ნაშრომისათვის მიიღო მანდელმა ნობელის პრემია ეკონომიკაში.

2005 წელს მან  მიიღო კიელში(გერმანია) არსებული მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის გლობალური ეკონომიკური ჯილდო. ხოლო, იმავე წლის სექტემბერში  გახდა Gran Croce del Reale Ordine del Merito sotto il Titolo di San Ludovico by Principe Don Carlo Ugo di Borbone Parma-ის კავალერი. ზონგუაცუნში, ბეიჯინგის რაიონში (ჩინეთის რესპუბლიკა) არსებული მეწარმეობის საერთაშორისო უნივერსიტეტი მანდელის სახელობისაა.

ვრცელი ბიოგრაფია  

თემა: ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი 

დრო: 26 ივნისი, 16 საათი 

ხანგრძლივობა: 1 საათი

ადგილმდებაროება: თავისუფალი უნივერსიტეტი / საკონფერენციო დარბაზი 

უკან უკან
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
07.09.2010
გაეროს მუდმივი კოორდინატორის საჯარო ლექცია
დემოკრატიის დღესთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს, 17:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ჯეიმ მაკგოლდრიკის საჯარო ლექცია. ვრცლად
13.07.2010
ს.ს. "ქართული ფოლადის" სახელობის სტიპენდიის კონკურსის 10 გამარჯვებულიდან 3 თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია
ს.ს. " ქართული ფოლადის" სახელობის სტიპენდიის კონკურსის 10 გამარჯვებული სტუდენტიდან 3 თავისუფალი უნივერსიტეტის მესამეკურსელია. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის სტუდენტები. წელს კონკურსში მონაწილეობა 500–მა სტუდენტმა მიიღო, სტიპენდია მხოლოდ 10 საუკეთესომ მოიპოვა. ვრცლად
13.07.2010
News Senshu თავისუფალი უნივერსიტეტის შესახებ
გაზაფხულზე იაპონიის სენშუს უნივერსიტეტის პროფესორი ჩიჰირო ონო 12 სტუდენტთან ერთად თავისუფალ უნივერსიტეტს სტუმრობდა. უნივერსიტეტის გაზეთში News Senshu თავისუფალ უნივერსიტეტზე სტატია დაიწერა. ვრცლად
23.06.2010
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია
24 ივნისს, 15:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე. ლექციის თემა: საუბრები ანთროპოლოგიაზევრცლად

 
 
Copyright © 2010. FreeUniversity All rights reserved. Build on: Pro-Service CMS