ENG GEO

Search form

ბიბლიოთეკა

თავისუფალიუნივერსიტეტისბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პროცესს.

ბიბლიოთეკაში თავმოყრილია სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის აუცილებელი სახელმძღვანელოები, ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები, როგორც ბეჭდური ასევე ელექტრონული სახით. ჩვენს 17 ათასიან ბეჭდურ ფონდში თავმოყრილია საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსები ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, აღმოსავლური ენების, ისტორიის, კულუტრის, საბუნებისმეტყველო მიმართულებით და სხვა. აგრეთვე - ენციკლოპედიები და ლექსიკონები.

ბიბლიოთეკას ჩამოყალიბებული აქვს მჭიდრო ურთიერთობები, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო საგამომცემლო სახლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად განვაახლოთ ჩვენი ფონდი და ვუპასუხოთ სტუდენტებისა და ლექტორების საჭიროებებს.

საერთაშორისო ელექტრონული ბაზა ხელმისაწვდომს ხდის უახლეს გამოცემებსა და სტატიებს, რითიც აქტიურად სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. შექმნილია ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია სასწავლო სახელმძღვანელოები. ეს ბაზა ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის შიდა ქსელში

ბიბლიოთეკა აღჭურვილია ელექტრონული კატალოგით, რომელიც განთავსებულია საიტზე.