ENG GEO

Search form

ნიკოლოზ გოგილიძე

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ნიკოლოზ გოგილიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორია და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კურსს უძღვება.

განათლება: ნიკოლოზ გოგილიძეს იურისტის კვალიფიკაცია მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. მას წარმატებით აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

სამუშაო გამოცდილება: ნიკოლოზ გოგილიძეს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნიკოლოზ გოგილიძე იყო საქპატენტის იურისტი, საქპატენტის იურიდიული დირექტორი, ასევე საქპატენტის იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, სააპელაციო პალატის წევრი. ის არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ამჟამად ის საქპატენტის თავმჯდომარეა.