ENG GEO

Search form

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი

თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი 2014 წელს დაფუძნდა. ის ემსახურება სამართლის სტუდენტებს, პროფესორებს, პრაქტიკოს იურისტებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიზანია, გახდეს წამყვანი აკადემიური ინსტიტუტი, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ისეთი ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებაში, რომელიც პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, აზრის მრავალფეროვნებას და პლურალიზმს, ყველა პიროვნების ღირსებასა და თანასწორობას.

ინსტიტუტი მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელიც მოახდენს ადამიანის უფლებების სფეროში ადგილობრივი ადამიანური რესურსების კონსოლიდაციას და გააერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ადამიანის უფლებების სამართლის სწავლების და პოპულარიზაციისთვის, ინსტიტუტი ახორციელებს პროფესიულ ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციების, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის, საჯარო ლექციებსა, დისკუსიებს და ზაფხულისა და ზამთრის სკოლებს.
ინსტიტუტის სასწავლო და პროფესიული გადამზადების პროგრამები ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს. სასწავლო პროგრამებს უძღვებიან საქართველოში ადამიანის უფლებების სამართლის წამყვანი პროფესიონალები.
ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებებათა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ევროპის საბჭო) და მათი მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამებს მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
ამასთან, ინსტიტუტის პარტნიორები არიან საქართველოს უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

ვებ-გვერდი: www.nihr.freeuni.edu.ge
ელ-ფოსტა: nihr@freeuni.edu.ge