ENG GEO

Search form

სოციალური მეცნიერებების (MSSc) - მიღება

პროგრამაზე მიიღება 20 მაგისტრანტი. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე

რჩევა სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებისგან:

სამაგისტრო კანდიდატის განაცხადი თქვენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია ამ წერილის საფუძველზე შეარჩევს აპლიკანტებს მეორე ეტაპისთვის (გასაუბრება).

თქვენ თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად უნდა ჩამოაყალიბოთ მიმართულების/დარგის არჩევის მოტივები, როგორ და რატომ ჩამოგიყალიბად პროფესიული ინტერესები და რა გეგმები გაქვთ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. განაცხადი უნდა იყოს მინიმუმ 700 და მაქსიმუმ 1500 სტყვის მოცულობის.

კომისია თქვენს განაცხადს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

1. სიცხადე და ლოგიკურობა

2. საკუთარი მოტივის/შეხედულების არგუმენტირებულად გადმოცემა

3. აზრის გამართულად გადმოცემა

4. აზრის დამაჯერებლად გადმოცემა