თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა იღებს განაცხადებს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შემდეგ მიმართულებებზე:
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ეკონომიკა
- ფილოსოფია
- ფილოლოგია
- ისტორია
- სოციოლოგია
- ფსიქოლოგია
სადოქტორო სკოლა განსაკუთრებით დაინტერესებულია შემდეგი თემების კვლევებით:
- ნაციონალიზმის, იდენტობის და კულტურული მეხსიერების კვლევები
- იდეების ისტორია/ინტელექტუალური ისტორია, მათ შორის ქართული აზრის ისტორია
- რელიგიური ინსტიტუტების კვლევა
- რელიგია და პოლიტიკა
- სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ანთროპოლოგია
- საქართველო და კავკასია: სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ანალიზი
- შედარებითი ლიტერატურა და დისკურსის ანალიზი
- კულტურული სოციოლოგია
- ფსიქოლოგია, მათ შორის სოციალური ფსიქოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია
ვის შეუძლია დოქტორანტურაში ჩაბარება:
- ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვისაც აქვს სამაგისტრო (ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი)
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე
- შეავსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის აპლიკაციას და გაივლის გასაუბრებას
აპლიკაცია