2022-2023 აკადემიური წელი
თუ გსურს ისწავლო არქიტექტურის პროგრამაზე, შემოხაზე 0360109, გაირე საუნივესიტტეტო კონკურსი - შემოქმედებითი ტური და ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები.
კონკურსი - შემოქმედებითი ტურები ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ 19/ნ ბრძანების მე-8 მუხლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები კონკურსის - შემოქმედებითი ტურების ჩატარების ვადების მოთხოვნათა შესაბამისად.
მიღებს პირობები 2022 წელს:
2022 წელს, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტების რაოდენობა იქნება 30.
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არის:
- თავისუფალ უნივერსიტეტში კონკურსის - შემოქმედებით ტურზე დარეგისტრირება,
- კონკურსში/შემოქმედებით ტურში მონაწილეობა და წარმატებით დაძლევა და
- ერთიანი ეროვნული გამოცდები (სამი სავალდებულო საგანი:ქართული, უცხო ენა, მათემატიკა ან ფიზიკა,).
ჩასაბარებელი საგნები | წონა |
ქართული ენა და ლიტერატურა | 3 |
უცხო ენა | 6 |
მატემატიკა ან ფიზიკა | 3 |
შემოქმედებითი ტური* | ტარდება თავისუფალ უნივერსიტეტში |
*
შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები
2022 წლის მორიგი შემოქმედებითი ტურის განრიგი:
3-11 ივნისი | კონკურსის - შემოქმედებითი ტურის პორტფოლიოების ატვირთვა (დამატებითი ტური) |
13-17 ივნისი |
გასაუბრება |
20 ივნისი |
ტესტირება |