ENG GEO

Search form

სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MF) - მიღება

2023-24 სასწავლო წლისთვის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე მივიღებთ 20 მაგისტრანტს.

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • ფლობს ინგლისურ ენას (Intermediate)
  • სამუშაო დონეზე ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებს (Word, Excel, Power Point)

 

მიღების პროცედურები:

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე(www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (www.freeuni.edu.ge) 15 სექტემბრის ჩათვლით 
  • გასაუბრება კახა ბენდუქიძის კამპუსში (სექტემბრის დასაწყისი)

 

გასაუბრებას აქვს ინტერვიუს ფორმა, სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიტუაციების ანალიზის საფუძველზე და მისი პიროვნული უნარ-ჩვევები, რაც განსაზღვრავს კანდიდატის მოტივაციას, ლიდერობას და ეფექტური კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი, როგორც ფინანსების მენეჯერად ჩამოყალიბებისთვის.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე გასაუბრებაზე უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

მობილობაზე ინფორმაციის მისაღებად გადადით აქ http://freeuni.edu.ge/ge/mobiloba 

 

საკონტაქტო პირი: სალომე შიოშვილი

✉ 

s.shioshvili@freeuni.edu.ge

☏ 

+995 557 621 463