ENG GEO

Search form

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)

პროგრამა უზრუნველყოფს მმართველისთვის აუცილებელი ლიდერის თვისებების განვითარებას თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა–გაღრმავების გზით. მასში გათვალისწინებულია დღევანდელი ბიზნესის სირთულეები და მათი დაძლების გზები. სწავლის ასეთი მიდგომა ავითარებს პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას; ამზადებს სტუდენტებს ყოველდღიური გამოწვევებისათვის, რომლებიც ბიზნესის წარმოებას თან ახლავს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრები გამოირჩევიან სწრაფი კარიერული წინსვლით. ისინი წარმატებებს აღწევენ, როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სახელმწიფო ორგანიზაციებში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ბევრი მათგანი საკუთარი ბიზნესის მფლობელია.

სამაგისტრო პროგრამა დაყოფილია ოთხ სასწავლო მოდულად. ყოველი მოდულის ბოლოს მსმენელები ინდივიდუალურად აკეთებენ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებულ, მოდულის თემატიკის შესაბამის, ინტეგრირებულ პროექტს, ხოლო მეოთხე მოდულის დასრულების შემდეგ – სადიპლომო პროექტს.

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?

პროგრამა განკუთვნილია ფართო პროფილის მენეჯერებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის წამოწყება ან/და განვითარება გადაწყვიტა.

 

 

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ტელ: 220 09 01
მობ: 579 494848