თუ დამატებით სპეციალობად აირჩევ სპარსულ ენას, გაივლი 7 სავალდებულო საგანს, დააგროვებ 38 ECTS კრედიტს, გაივლი სპარსული ენის ელემენტარულ და საშუალო კურსს (I და II საფეხურებს), შეისწავლი სპარსული ენის გრამატიკას, მართლწერას, შეიძენ საბაზისო ლექსიკის (2000-2500 სიტყვა) მარაგს. აუდიო–ვიდეო მასალის გამოყენებით აითვისებ სასაუბრო ფორმებს და გამომიმუშავებ ზეპირი მეტყველების ჩვევებს. შეძლებ მარტივი ტექსტების წაკითხვას, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებასა და შემდგომ (დამოუკიდებლად) გაღრმავებას.
საგნის დასახელება | ECTS კრედიტი |
სპარსული ენა I | 7 |
სპარსული ენა II | 7 |
სპარსული ენა III | 7 |
სპარსული ენა IV | 7 |
ბიზნესის სპარსული ენა I, II | 6 |
ახლო აღმოსავლეთის რელიგიები | 4 |
ჯამი | 38 |