ENG GEO

Search form

პროგრამა CAP-ის ლექტორები

დავით სულაქველიძე

2002-2012წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
1999-2002წწ. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე; სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე.
17 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი - სისხლის, როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ სამართალში.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი და სისხლის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი.

ნინო სანდოძე

სასამართლო სისტემაში მუშაობს 1999 წლიდან.
2005 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
განხილული აქვს 2000–ზე მეტი საქმე, მათ შორის - 1000–ზე მეტი წინასასამართლო და 1500–ზე მეტი არსებითი განხილვის სხდომები.
ნინო სანდოძის მონაწილეობით გაიმართა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველი პროცესი – მსაჯულთა შერჩევიდან ვერდიქტის გამოტანის ჩათვლით.
გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის არაერთი კურსი, მათ შორის: 'გადაწყვეტილების წერის კულტურა/დასაბუთება'; 'სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის სტანდარტები'. 

ოთარ კახიძე

დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აღმასრულებელი განათლების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
2005-2009 წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (2006 წლიდან სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შემუშავება; ტრენერი – კრიტიკული აზროვნებისა და კამათის ხელოვნების კურსი)
2009-2012 წწ. იუსტიციის სამინისტრო – სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის სისხლის სამართლის პროცესის ტრენერი.
ხელმძღვანელობდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც ჩართული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის და სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვის საკითხებში.
მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და წარმატებით დაინერგა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა; ამოქმედდა ახალი პროგრამები სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში.

ანდრო გიგაური

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი; ამჟამად ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2005–2008 წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისი – პროექტების მენეჯმენტის სპეციალისტი.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საპატიო ჯილდოს მფლობელი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.
2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ინიციატორი (იუსტიციის სამინისტროს ერთერთი ყველაზე წარმატებულ პროგრამა); „ჩემი უფროსი მეგობარი", „განრიდება ცივი იარაღის ტარებისათვის"; „ლიდერთა სახლი" და სხვ.
ანდრო გიგაურმა ჩამოაყალიბა „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი", რომელიც დღესაც წარმატებით განაგრძობს დაკისრებული მისიის შესრულებას.
თბილისის სახელნწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში ასწავლიდა საჯარო პოლიტიკას. ამჟამად აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი საჯარო პოლიტიკასა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.

გირშელ ძებნიაური

სისხლის სამართლის იურისტი.
2004-2006 წწ. საქართველოს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაცია – სისხლის სამართლის ადვოკატი.
2006-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი.
2007-2008 წწ. ქ. თელავის რაიონული პროკურორი.
2008-2009 წწ. ძველი თბილისის რაიონული პროკურორი.
2009-2012 წწ. ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე.
2009 წლიდან ილიას სახლემწოფო უნივერსიტეტის ლექტორი – სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო სამართლის სპეც-კურსი.
2006 წლიდან ტრენერი პროკურორი.
2008-2011 წწ. მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტები: ჰოლანდია-ბელგია – გამოძიების მენეჯმენტის საკითხები; აშშ – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარ-ჩვევები 

ბესარიონ ბოხაშვილი

2012 წლიდან ევროპის საბჭოს მიერ მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების იურიდიული განათლების ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში.
2009 წლიდან ევროკავშირის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი.
2007-2009 წ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
2005-2007 წ. სახელმწიფო წარმომადგენლი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2005-2006წ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის მაგისტრი (ნოტინგემის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო.
2004-2005 წ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების ადვოკატი.
ამჟამად ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხარდაჭერა" ჯგუფის ხელმძღვანელი; იუსტიციის უმაღლესი სკოლის, თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განათლებისა და ტრენინგების ფონდის ლექტორი და ასოცირებული პროფესორი.

გიორგი ლიფონავა -  სტუდია "ფორმულა კრეატივი"
სტუდია 2006 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქართული ტელე–კინო პროდუქციის წარმოებაში. "ფორმულა კრეატივის" შემოქმედებით ჯგუფს გადაღებული აქვს სატელევიზიო ფილმი „ნაფიცი მსაჯული", ასევე ფილმები: " რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ჭამა და სექსი", "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი", სერიალები – "ჩვენი ოფისი", "კლინიკა", "ჩემი ცოლის დაქალები". შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს აქვთ მსახიობებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს აქვთ მსახიობებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება.