ENG GEO

Search form

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM)

პროგრამა ორიენტირებულია ოპერაციების მენეჯერებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენა–განვითარებაზე. ეს კი – შესაბამისი პროცესების განხორციელებისთვის საჭირო თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისებისა და სიმულაციების გამოყენებით მიიღწევა. პროგრამის ფარგლებში ისწავლება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: მიწოდების ჯაჭვის, მარაგების, სიმძლავრეებისა და ხარისხის მართვა.

ოპერაციების მართვა გულისხმობს იმ პროცესების დიზაინს, დაგეგმვას, შესრულებასა და კონტროლს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის, ან მომსახურების მიწოდებას. ეს, თავის მხრივ, აუმჯობესებს კომპანიის იმიჯს, ზრდის მის კონკურენტუნარიანობასა და მოთხოვნას მის მიერ შეთავაზებულ პროდუქტზე. ამდენად, ოპერაციების მენეჯერებს ორგანიზაციის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს, როგორც ბიზნესის, ისე არაკომერციული ორგანიზაციების ოპერაციების წარმატებით მართვას და, ამ გზით, მათი პროდუქტიულობის, ეფექტიანობისა და მომგებიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

 

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?

პროგრამა განკუთვნილია მენეჯერებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაა მთლიანი ორგანიზაციის, ან მისი ცალკეული დეპარტამენტის ოპერაციების მართვა.

 

 

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ტელ: 220 09 01
მობ: 579 494848