ENG GEO

Search form

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაში კურიკულუმი

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს:

 

სასწავლო კომპონენტი

სასწავლო კომპონენტი დოქტორანტს უზრუნველყოფს კვლევის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის სათანადო მეთოდოლოგიური მომზადებით და ხელს უწყობს დარგობრივი ინსტრუმენტების დაუფლებაში. დოქტორანტი გაივლის სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ აუცილებელ და არჩევით საგნებს. ასევე, დოქტორანტი მიმოიხილავს თანამედროვე ლიტერატურას, თანამედროვე თეორიებს და დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებს. დოქტორანტი ამ სამუშაოს პარალელურად ემზადება  სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად და ასევე ჩართულია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.

 

კვლევითი კომპონენტი

კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას. დისერტაცია სრულდება მკაცრი აკადემიური სტანდარტების დაცვით და გამოქვეყნებისთვის საჭირო ფორმატით.

 

სასწავლო კომპონენტი მოიცავს:  
სავალდებულო:    
  აკადემიური წერა დოქტორანტებისთვის  - 5 ECTS
  სადისერტაციო კვლევის მომზადება  - 6 ECTS 
  სამეცნიერო პროექტის მენეჯმენტი  - 4 ECTS
  სადოქტორო   სემინარები  - 15 ECTS
  თვისობრივი კვლევის მეთოდები  - 6 ECTS
  რაოდენობრივი კვლევის მეთოდები   - 5 ECTS
  დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი  - 4 ECTS
 სავალდებულო არჩევითი:    
  სწავლება უმაღლესი განათლების სისტემაში  - 5 ECTS
  სწავლების პრაქტიკა   - 5 ECTS
  დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი  - 5 ECTS
კვლევითი კომპონენტი:  
  სადისერტაციო ნაშრომის შესრულება და დაცვა  

 

კურიკულუმი