ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სახვით ხელოვნებაში და დიზაინში, კერძოდ, ფერწერაში, კომუნიკაციის დიზაინსა და ინტერიერის დიზაინში; სტუდენტმა კრიტიკულად გაიაზროს ფერწერაში, კომუნიკაციის და ინტერიერის დიზაინის სფეროში არსებული მიმდინარეობები და ტენდენციები, შეძლოს ფერწერასა და დიზაინში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; პროგრამა მიზნად ისახავს აგრეთვე შრომის ბაზარზე და სახელოვნებოს სფეროში კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ხელოვანების და სპეციალისტების მომზადებას.
ამჯერად, სკოლას გთავაზობთ ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამას კონტენტრაციებით სახვით ხელოვნება, კომუნიკაციის დიზაინი და ინტერიერის დიზაინი. ასევე გთავაზობთ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამას.
პროგრამები შეიქმნა Rhode Island School of Design-ის, Carnegie Mellon University-ს და ევროპული სახელოვნებო სკოლების გამოცდილების გაზიარების მაგალითზე.
სწავლების პრინციპი არის ინტერდისციპლინარული და საბაზო განათლება სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენტებს ერთნაირი აქვთ.
დიზაინის სტუდენტებიც შეისწავლიან სახვით ხელოვნებას და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა ინდუსტრიაში იმუშავებენ მათ ყოველთვის ეცოდინებათ სახვითი ხელოვნების ძირითადი პრინციპები და მათი მნიშვნელობა საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის.
სკოლაში მოწვეული პროფესორები, წარმატებული ხელოვანები, კურატორები და გალერისტები რეგულარულად ჩაატარებენ ლექციებისა და workshop-ების კურსს. სკოლის ინტერესებშია, რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალფეროვანი სწავლების ფორმატის გაცნობა.
იგეგმება სტუდენტების, პროფესორებისა და სხვა საერთაშორისო ხელოვანების გამოფენები. გამოფენები და მათი მოწყობის კულტურა სკოლის სასწავლო პროგრამისა და სილაბუსების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სწავლის პირველივე ეტაპზე სტუდენტები აწყობენ გამოფენებს, მუშაობენ პროექტებზე და პროფესორებთან ერთად ხდებიან მოქმედი არტსამყაროს თანამონაწილეები.