ცოდნის ფონდი | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ცოდნის ფონდი

ცოდნის ფონდი — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით, 2007 წლის ივნისში კახა ბენდუქიძემ დააფუძნა. 

ცოდნის ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ფონდის მიზანია ახალგაზრდა თაობის უზრუნველყოფა მსოფლიო დონის უმაღლესი განათლებითა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ცოდნის ფონდი ახდენს ინვესტირებას საქართველოს მომავალ თაობაში, მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურასა და სტუდენტთა სწავლის დაფინანსებაში.

ჯამში ცოდნის ფონდმა უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩადო. ეს განათლების სფეროში კერძო ინვესტირების უპრეცენდენტო თანხაა საქართველოს მასშტაბით.