რჩევა აპლიკანტებს სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელობისგან:
"სამოტივაციო წერილი" და "კვლევის პროექტის აღწერა" თქვენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია, რომლიც თქვენს აპლიკაციას განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს მოტივაციას სადოქტორო კვლევის წარმოებისთვის. ასევე იმას თუ რამდენად ჩამოყალიბებული ხართ საკვლევ თემაზე, რამდენად ღირებული და/ან ინოვატორულია ეს თემა და რამდენად გათვითცნობიერებული გაქვთ რა სახის მიდგომას ან მეთოდოლიგიას გულისხმობს დასმული საკითხის გამოკვლევა.
კვლევის პროექტის აღწერაში შეეცადეთ თქვენი თემა დაუკავშიროთ მეცნიერებაში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემატიკას, მოკლედ და გასაგებად დაასაბუთეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ახალი კვლევის წარმოება და ცოდნის მოპოვება.
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.