ENG GEO

Search form

სწავლის საფასური თავისუფალ უნივერსიტეტში (2017-18 სასწავლო წელი)

2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის (შარშანდელის მსგავსად) ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის აწესებს სასწავლო გრანტს 9 600 ლარის ოდენობით.

ეს თანხა სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სწავლის საფასურს 2 400 ლარით შეუმცირებს.

ამასთან, ცოდნის ფონდის გრანტს ემატება სახელმწიფო გრანტი, რომელიც სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგის მიხედვით ეძლევა.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასურიც ასევე არ შეცვლილა და გასული წლის მსგავსად 6 950 ლარს შეადგენს (გარდა ბიზნეს სკოლისა, სადაც სწავლის საფასური წლიურად 7 950 ლარია).

 

გარდამავალი დაფინანსება - აბიტურიენტს შეუძლია სწავლის საფასური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეტაპობრივად დაფაროს.

თუ აირჩევ გარდამავალ დაფინანსებას, შეგეძლება ბაკალავრიატზე სწავლის დროს (4 წლის განმავლობაში) არ გადაიხადო სწავლის საფასური და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსო მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა.

გარდამავალი დაფინანსების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება.

2010 წლიდან გარდამავალი დაფინანსებით უკვე ასობით სტუდენტი სარგებლობს.

უნივერსიტეტს არათბილისელთათვის დამატებითი შესაძლებლობა აქვს.

თუ აირჩევ გადამავალ დაფინინსებას და ამასთან:

  • გაქვს 100%–იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
  • ხარ საქართველოს რეგიონიდან და არ გაქვს თბილისში ცხოვრების საშუალება;
  • თანახმა ხარ ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში - აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (კვირაში მხოლოდ 5 საათი).

მაშინ, 4 წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე), ცოდნის ფონდისგან მიიღებ დამატებით 200 ლარს
თვეში,* რომლის საშუალებითაც, სწავლის პერიოდში, თბილისში ცხოვრებას შეძლებ.**

* ცოდნის ფონდი დამატებით (თვეში 200 ლარიან) დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
** ამ კომპონენტის სარგებლობის შემთხვევაშიც მოქმედებს გარდამავალი დაფინანსების პრინციპი – სწავლის დასრულების შემდეგ, 4 წლის მანძილზე დააფინანსებ მომავალი თაობის არათბილისელი სტუდენტების თბილისში ცხოვრებასაც.

 

დამატებითი ერთწლიანი სასწავლო გრანტი საუკეთესოებისთვის ცოდნის ფონდისგან.

  • თუ იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
  • თუ გაიმარჯვებ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადებში და გახდები ჩვენი სტუდენტი;
  • თუ აგირჩევენ შენი ჯგუფელები პირველი სემესტრის შემდგომ (სტუდენტური არჩევანი).

თავისუფალ უნივერსიტეტში - ცოდნის ფონდის გრანტები და გარდამავალი დაფინანსების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს აქვს, სხვა შემოთავაზებებისგან განსხვავებით, იმის მიუხედავად რამდენი ქულით ჩაირიცხა, რამდენ პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი აქვს და შემოხაზვების როგორი ტაქტიკით მოქმედებდა აბიტურიენტი.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შექმნის დღიდან თავისუფალი უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულების რეიტინგის მიხედვით უპირობო ლიდერია, უნივერსიტეტი რეკომენდაციის სახით აბიტურიენტებს ურჩევს - საბაკალავრო პროგრამებიდან თუ თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლას არ აირჩევთ პირველ პრიორიტეტად თქვენი ჩვენთან ჩაბარების შანსი ძალიან შემცირდება, რადგან  სათანადო ქულების მიღების შემთხვევაშიც მოხვდებით იმ სასწავლებელში, რომელიც პირველ ნომრად გაქვთ შემოხაზული.


ამიტომ: იზრუნე საკუთარ წარმატებაზე - აირჩიე თავისუფალი უნივერსიტეტი.

დარეგისტრირდი გაცნობით პროგრამებზე, მოდი კამპუსში და გაიგე კიდევ უფრო მეტი.