პოლიტიკური კომპასივეთანხმებინეიტრალური / არ ვიციარ ვეთანხმები
1 მდიდრებმა თავისი შემოსავლის უფრო დიდი ნაწილი უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში
2 საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს
3 აბსტრაქტული ხელოვნება სინამდვილეში ხელოვნება არაა
4 შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის გამო უნდა დაუშვას კომპრომისი და თავი უნდა შეიკავოს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მისი კრიტიკისგან
5 რელიგიური თუ არ ხარ მორალური ვერ იქნები
6 მათ ვისაც შრომა შეუძლია, მაგრამ არ მუშაობს, სახელმწიფოსგან დახმარება არ უნდა მიიღოს
7 ცივილიზებულ საზოგადოებაში იერარქია აუცილებელია
8 ნარკომანების მკურნალობა იძულებითი უნდა იყოს
9 ომის დროს თავი უნდა შეიკავო საკუთარი სახელმწიფოს და მისი ხელმძღვანელების ქმედებების კრიტიკისაგან
10 შეუზღუდავი კაპიტალიზმი დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან სიმდიდრე და ძალაუფლება ადრე თუ გვიან თავს მოიყრის ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში და უმრავლესობა გაღატაკდება
11 ახალი ამბების ცალმხრივად გაშუქება მედიას უნდა აეკრძალოს
12 მოქალაქეების უნდა ქონდეთ იარაღის ტარების უფლება რათა დაიცვან თავისი თავი და ქონება
13 ამჟამად ან წარსულში დისკრიმინირებულმა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისათვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ მათ გარკვეული პრივილეგიები უნდა მიანიჭოს
14 საქართველოს დაახლოება დასავლეთთან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ და სარწმუნეობრივ ტრადიციებს
15 მულტინაციონალური კომპანიები მტაცებლურად იყენებენ განვითარებადი ქვეყნების რესურსებს
16 პორნოგრაფია ლეგალური უნდა იყოს, თუ კი მასში ბავშვები არ არიან ასახულები
17 რაც უფრო მცირე იქნება გადასახადები, მით უკეთესი იქნება ყველა მოქალაქისათვის
18 სამშობლო ყოველთვის უნდა დაიცვა და გაამართლო, მაშინაც როცა ის ცდება
19 ბანკირები თავისი საქმიანობით არაფერს ქმნიან ამიტომ მათ საზოგადოებისათის სიკეთე არ მოაქვთ
20 ქორწინების ინსტიტუტი მოძველდა და დღეს მხოლოდ ფორმალობაა
21 სხვა ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა უნდა გვაღელვებდეს
22 მორალური ნორმების კანონით დადგენა არასწორია ვინიდან მორალის საფუძველი სინდისია, რომელიც ღრმად ინდივიდუალურია სახელმწიფოს საქმე ძალადობის აღკვეთაა და არა სათნოების კულტივირება
23 ჩინეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მუშახელის საქართველოში შემოსვლა თავისუფალი უნდა იყოს რათა ყველამ მოახერხოს საკუთარი შრომის გაყიდვა ბაზრის მიერ განსაზღვრულ ფასად
24 თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ
25 ძალიან კარგი იდეა -"თითოეულისგან - უნარის მიხედვით, თითოეულს საჭიროების მიხედვით"
26 ბიზნესმენები და ინჟინრები საზოგადოებისათვის უფრო ფასეული წევრები არიან ვიდრე მწერლები და ხელოვნები
27 ჩვენ ერს აქვს სხვა ერებზე უკეთესი თვისებები
28 მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკური დასჯა არავის საქმე არ არის
29 მთავრობის გონივრული რეგულირება და ენერგიული მოქმედება ვერ შეძლებს გააუმჯობესოს განათლების დონეს
30 კერძო ქველმოქმედება გაჭირვებულთა დახმარებისათვის არ არის საკმარისი, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია სოციალური პროგრამების მეშვეობით დაეხმაროს ხალხს
31 სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა დადებითად აისახება ხალხის კეთილდღეობაზე
32 რელიგიებს შორის შეუზღუდავი კონკურენცია კარგია
33 ბიზნესის მიერ ნებაყოფლობით გარემოს დაცვის იმედად საზოგადოება ვერ იქნება, ამიტომ აუცილებელია მთავრობის ეკოლოგიური რეგულაციები, რათა დაცული იყოს ტყე განადგურებისა და მდინარეები დაბინძურებისაგან
34 ხალხი უკეთესად იცხოვრებს თუ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები გაერთიანებებიან და ერთად მოითხოვენ დამსაქმებლებისაგან ხელფასის გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას
35 მთავრობის ხელთ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები თვალთვალსა და მიყურადებას აადვილებს, მაგრამ უბრალო მოქალაქეებს ამის არ უნდა ეშინოდეთ
36 ერთპიროვნული მმართველობა უზრუნველყოფს უფრო სწრაფ პროგრესს, რადგან ასეთი წყობის პირობებში დემოკრატიისათვის დამახასეთებელ კამათსა და დაპირისპირებაზე დრო არ იკარგება
37 აბორტი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა დედის სიცოცხლე საფრთხეშია
38 საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაძლებელია სატელეფონო საუბრის მოსმენა გამარტივებული წესით
39 სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ისეთი საბაზო რაღაცეებიც კი, როგორიც მაგალითად წყალია, ბოთლში ჩამოსხმულ გასაყიდ საქონლად იქცა
40 სერიოზული მემკვიდრეობითი ავადმყოფობით დაავადებულებს ბავშვის გაჩენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ
41 სამართლიანი ფასების დადგენა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მეშვეობით არის შესაძლებელი, სახელმწიფო რესურსებს ეფექტურად ვერ ანაწილებს
42 განსაკუთრებით არაადამიანური დანაშაულისათვის სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯა გამართლებულია
43 დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირებს უნდა ქონდეთ ხმის უფლება
44 ჭეშმარიტი თავისუფალი ბაზარი მოითხოვს მტაცებლურ ბიზნესებზე შეზღუდვების დაწესებას
45 უმრავლესობისათვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გავრცელება უნდა შეიზღუდოს
46 საჯარო სკოლამ განათლებასთან ერთად ბავშვს რელიგიური რწმენაც უნდა განუმტკიცოს
47 ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისაგან დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვის თავისუფლება
48 საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზედამხედველობით უნდა იგეგმებოდეს
49 დამსაქმებელს დაქირავებულისათვის დადგენილ მინიმალურ ხელფასზე ნაკლების გადახდის უფლება არ უნდა ქონდეს
50 ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი სახელმწიფო რელიგია
51 ავადმყოფობის, სიბერის ან სხვაგვარი შრომისუუნარობის შემთხვევისათვის ყველამ თავად უნდა დააგროვოს ფული რათა სხვისი სარჩენი არ გახდეს
52 მშობელს უფლება აქვს გაჩხრიკოს არასრულწლოვანი, მისი ოთახი ან პირადი ნივთები
53 ყველაფერი რაც არაძალადობრივი ეკონომიკური ქმედებით ეკონომიკის ზრდას განაპირობებს კარგია ხალხისათვის
54 თეატრები და მუზეუმები სადაც ხალხი არ დადის სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს
55 არასრულწლოვანთა შრომა უნდა აიკრძალოს
56 ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მეტი სახელმწიფო მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს ვიდრე სხვა რელიგიები
57 საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება იყოს ეთნიკურად არაქართული წარმომავლობის ადამიანი
58 იშვიათი გამონაკლისების გარდა დანაშაულს სოციალური მიზეზები აქვს, ამიტომ ბოროტმოქმედთან ერთად პასუხისმგებელი ნაწილობრივ საზოგადოებაცაა
59 საჭიროა შეიზღუდოს რეგიონებიდან მიგრაცია თბილისში
60 არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ გადასახადის გადამხდელებს უნდა ქონდეთ. მათ, ვინც გადასახადებს არ იხდიან, უფლება არ უნდა ჰქონდეთ გავლენა მოახდენიონ სახელმწიფოს პოლიტიკაზე
61 თუ წამლის ფასებს ბაზარი დაადგენს, ბევრი ადამიანი მათ ყიდვას ვერ შეძლებს და ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ წამლის ფასის რეგულირება
62 სხვა და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის ქორწინება არასასურველია
63 სექსის შესახებ გახსნილობამ უკვე წრეგადასული ხასიათი მიიღო
64 საქართველოს პატრიარქი უნდა იყოს ეთნიკური ქართველი
65 დაუქორწინებელ ადამიანებს შორის სექსი ზნეობას ეწინააღმდეგება
66 სახელმწიფომ მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის მკურნალობა შეიძლება დააფინანსოს და ესეც მხოლოდ ღარიბებისათვის ვინც თავად ვერ მოახერხებს მკურნალობის ხარჯების გადახდას, საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება ყველა ადამიანის პირადი საქმეა
67 მათ, ვისაც არ უნდა ქართული ენის სწავლა, არ უნდა მიეცეთ საქართველოს მოქალაქეობა
68 შეურაცხმყოფელი ან მკრეხელური ხელოვნება უნდა შეიზღუდოს
69 მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ცხოვრების მინიმალური დონე, რათა არავინ არ შიმშილობდეს, ქონდეს თავშესაფარი და შეეძლოს მკურნალობა თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა.
70 რაც უფრო შეუზღუდავია ბაზარი, მით უფრო თავისუფალია ხალხი
71 რაც კარგია მეწარმეებისათვის, საბოლოო ჯამში ყოველთვის კარგია საზოგადოების თითოეული წევრისათვისაც
72 ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ბავშვმა უნდა იცოდეს არის დისციპლინა
73 ველური და ცივილიზებული ხალხები არ არსებობს, ყველა კულტურა განსხვავებულია და თავისებურად ფასეული
74 ქალი შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ მის პირველი მოვალეობაა იყოს დედა და დიასახლისი
75 დღეს ახალგაზრდები საკმარის პატივის არ სცემენ უფროსებს
76 მიწა არ შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვის საგანი
77 ქვეყნებთან, რომლებიც არ იცავენ საკუთარი მოსახლოების შრომის უფლებას და გარემოს არ შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება
78 რომელიმე ქვეყანასთან ომის დაწყების შემდეგ, შესაბამისი ეთნიკური წარმოშობის საქართველოს ყველა მოქალაქის დროებით იზოლირება გამართლებულია
79 ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე პროდუქტები (ბენზინი, თამბაქო, ალკოჰოლი) მაღალი გადასახადით (აქციზით) უნდა დაიბეგროს, რათა მათი მოხმარება შემცირდეს და გარემოს დაბინძურება შემცირდეს
80 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის გამართლებულია აფხაზი და ოსი მოსახლეობის უმრავლესობის განადგურება
81 ბიზნესის ერთადერთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა თავისი აქციონერებისათვის შემოსავლის მოტანაა და არა სიღარიბის წინაღმდეგ ბრძოლა ან გარემოზე ზრუნვა
82 არამართლმადიდებელმა ეკლესიებმა ისარგებლეს ეკონომიკური გაჭირვებით და რელიგიურ ექსპანსიას ახორციელებენ
83 ქართულ ტრადიციებს ცვლილება არ ჭირდება, განსაკუთრებით გარედან შემოტანილი იდეოლოგიებით
84 არამართლმადიდებელი ტაძრების აშენება შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან
85 ზოგჯერ საჭიროა, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყო მანამ, ვიდრე ეროვნულ უსაფრთხოება აღმოჩნდება პირდაპირი და უშუალო განსაცდელის წინაშე
86 ეროვნული ინტერესები ზოგჯერ საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით სამხედრო მოქმედებას მოითხოვს
87 დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, საამისო ძალის შემთხვევაში, უნდა დაამხონ მტრული რეჟიმები და გაავრცელონ დემოკრატია
88 უნდა ვიმეგობროთ მხოლოდ დემოკრატიულ რეჟიმებთან და არა ყველასთან ვინც გამოგვადგება
89 გარემოსა და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტებით (მაგ. ნავთობი, თამბაქო, ალკოჰოლი) ვაჭრობის რეგულირება სავალდებულოა
90 ამერიკული იმპერიალიზმი საქართველოსათვის საფრთხეს წარმოადგენს
91 როდესაც ერთი ადამიანი ბევრად მეტ ფულს შოულობს ვიდრე მეორე სამართლიანობა ირღვევა
92 ირანი წარმოადგენს უშუალო საფრთხეს დასავლეთისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს ირანში ისეთივე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, როგორც ერაყში
93 ცივი ომის შემდეგაც შეერთებული შტატების, როგორც სუპერსახელმწიფოს, ძალისხმევა აუცილებელია მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების განსამტკიცებლად
94 სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომი იყო შეერთებული შტატების მიერ სხვა ქვეყნების ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდების სურვილის კიდევ ერთი დადასტურება
95 საქართველო უნდა დათანხმდეს საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვას, მაგ. რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობას, თუ სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს
96 თურქეთიდან და ჩინეთიდან საქონლის იმპორტი ანგრევს ადგილობრივ წარმოებას და იწვევს უმუშევრობას, ამიტომ იმპორტირებული საქონელი უნდა დაიბეგროს საბაჟო გადასახადით რათა ადგილობრივი წარმოება განვითარდეს