ENG GEO

Search form

სალომე მეუნარგია

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: ბიზნესის სამართლის კლინიკა

აკადემიური საქმიანობა: სალომე მეუნარგია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის კლინიკის ლექტორია და ამზადებს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში მონაწილეობისათვის.

განათლება: სალომე მეუნარგიას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. მან დაამთავრა ჰოლანდიის ერასმუსის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა ბიზნეს და სავაჭრო სამართალში. მას წარმატებით აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები და არის ლიცენზირებული, მოქმედი ადვოკატი.

სამუშაო გამოცდილება: სალომე მეუნარგია მუშაობდა black sea product-ში, სადაც კომპანიის სამართლებრივ უზურნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. სალომე ასევე მუშაობდა CFS საინვესტიციო ბანკისა და სი-ეფ-ეს ლეგალ გულედანი, გურგენიძე და პარტნიორების იურისტად, სადაც ამზადებდა სასესხო წილობრივი საინვესტიციო პროექტების სამართლებრივ შეფასებებსა და შესაბამის საინვესტიციო ხელშეკრულებებს. ამას გარდა, სალომე მეუნარგია მუშაობდა იურისტად იურიდიულ კომპანია BLC-ში და სადაზღვეო კომპანია BCI-ში. დღეს სალომე იურიდიული კომპანია LPA-ს პარტნიორია.